საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა ქართველ და მოლდოველ მეწარმეებს უმასპინძლა

27 აგვისტოს საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძემ, ქართველ და მოლდოველ სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე მეწარმეებს უმასპინძლა.

მიღებაზე გახილულ იქნა საქართველოსა და ნიდერლანდეის სამეფოს შორის ბიზნეს სექტორში თანამშრომლობის პერსპექტივები. ელჩმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოში ნიდერლანდების საელჩოსა და „ნიდერლანდების სამეწარმეო სააგენტოს“ RVO-ს აღნიშნული პროექტის დაგეგმვისათვის და „Netherlands Export Combination”-ს სავაჭრო მისიის განხორციელებისათვის.

„ნიდერლანდების სამეწარმეო სააგენტოს“ (RVO) და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ორგანიზებით, 25-29 აგვისტოს,  სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებელი ქართული კომპანიების მენეჯერები ნიდერლანდებში ხუთ დღიან სავაჭრო-ბიზნეს პროგრამით იმყოფებიან.

ნიდერლანდების სამეფოში სავაჭრო მისიის ფარგლებში ქართველი და მოლდოველი მეწარმეები სათბურებს, „World Horti Center”-ს და ვაგენინგების უნივერსიტეტს ეწვევიან.  შედგება ორმხრივი „B2B“ შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან. ასევე, გაიმართება სემინარები ევრო სტანდარტების დანერგვისა და ზოგადი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავების მიზნით.