საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ- რა უნდა ვიცოდეთ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზოდ გამგზავრებამდე

აქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

 

2019 წლის 10 სექტემბრიდან, ქუთაისის აეროპორტიდან . ეინდჰოვენის (ნიდერლანდების სამეფო) მიმართულებით დაიწყება პირდაპირი ავიარეისების შესრულება. აღნიშნულთან დაკავშირებით მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, მაქსიმალურად გაითვალისწინონ და დაიცვან ევროკავშირში / შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის პირობები!

 

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ გაემგზავრონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში.

 

მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.

მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად, თან უნდა იქონიოთ შემდეგი საბუთები:

 

ბიომეტრიული პასპორტი
დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი
სასტუმროს მოქმედი ჯავშანი
სამოგზაურო დაზღვევა
მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება.  

მაგალითად, თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფული, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათი, დაფინანსების შესახებ ცნობა, მასპინძლის საგარანტიო წერილი.

ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხა ნიდერლანდების სამეფოში კანონმდებლობით განისაზღვრება. სასტუმროს ხარჯის გარდა, ეს თანხა, უნდა შეადგენდეს ერთ დღეში (24 საათში) 55 ევროს.

 

ნიდერლანდების სამეფოში, . ჰააგაში საქართველოს საელჩოს მისამართი:
. ჰააგა, ნიდერლანდები

მისამართი: Lange Vijverberg 12, 2513 AC The Hague

ტელეფონი: + 31 (0) 70 302 90 82

ელ.ფოსტა საკონსულოthehague.con@mfa.gov.ge

ვებ-გვერდი: www.geoconsul.gov.ge


სასწრაფო და გადაუდებელ შემთხვევებში (გარდაცვალება, უბედური შემთხვევა და ..) დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე+31 6 18 54 28 74
სამუშაო საათები: 09.00-17.00


გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს, ისევე როგორც უცხო ქვეყნის სხვა საკონსულო სამსახურებს, არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი ბერკეტი, რომ ჩაერიოს მესაზღვრის კომპეტენციაში და შეცვალოს მისი გადაწყვეტილება ამა თუ იმ მოქალაქის ნიდერლანდების სამეფოს ტერიტორიაზე შემოშვებასთან დაკავშირებით.


გისურვებთ ბედნიერ მოგზაურობას!