საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპული ენების დღის აღსანიშნავი ღონისძიება

26 სექტემბერს საქართველოს საელჩომ ნიდერლანდების სამეფოში და საელჩოსთან არსებულმა ქართულმა საკვირაო სკოლამ პირველად მიიღო მონაწილეობა როტერდამის ბიბლიოთეკის შენობაში „EUNIC Netherlands (EU National Institutes for Culture)“-ის  მიერ ორგანიზებულ ევროპული ენების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში.

ღონისძიებაზე ქართულ ენასთან ერთად წარმოდგენილ იქნა მალტური, იტალიური, ხორვატული, ფრანგული, უნგრული, პოლონური, ბერძნული, ფინური, ესტონური, თურქული, ესპანური, ჩეხური, სლოვენიური, ალბანური, გერმანული, ავსტრიული, ბულგარული და ლიტვური ენები.

ღონისძიების ფარგლებში, ევროპის სხვა ენებთან ერთად, მოხდა ქართული ენის, ანბანის, კულტურისა და ტრადიციების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

ქართული ენის კუთხემ ღონისძიების სტუმრების გამორჩეული ინტერესი გამოიწვია.

ასევე, ევროპული ენების დღის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, საელჩოსთან არსებული საკვირაო სკოლის მასწავლებელმა ვენერა პაპიტაშვილმა როტერდამის გოეთეს ინსტიტუტის მოსწავლეებისათვის ქართული ენის სახალისო გაკვეთილები ჩაატარა.