საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა გიორგი შარვაშიძემ ჰენგელოში პათოლოგიის ლაბორატორიაში შეხვედრები გამართა

26 ნოემბერს ქალაქ ჰენგელოში საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძემ პათოლოგიის ლაბორატორიაში “LabPON” შეხვედრები გამართა ლაბორატორიის ხელმძღვანელთან და სხვადასხვა განყოფილების უფროსებთან. ელჩმა დაათვალიერა პათოლოგიის ლაბორატორია და მოინახულა პათოლოგიის ციფრული განყოფილება, რომლის ხელმძღვანელიც ნიდერლანდებსა და საქართველოში მოღვაწე ქართველი ექიმი ალექსი ბაიდოშვილია. ალექსი ბაიდოშვილი ასევე გახლავთ ასოციაციის „GIMPHA (ქართული ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია) დამფუძნებელი, სადაც გაერთიანებულნი არიან საქართველოს საზღვრებს გარეთ მოღვაწე ქართველი ექიმები.

ალექსი ბაიდოშვილის ინიციატივით  „LabPON”-ში რეგიონში არსებულ ყველა იმ სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელთან, რომლებიც სხვადასხვა სახით თანამშრომლობენ საქართველოსთან, კერძოდ კი: LabMicta, Unilabs, Apotheek MST, ZGT Hengelo, MST Enschede შეხვედრა შედგა.  დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა გიორგი შარვაშიძემ. ელჩმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ სამედიცინო დაწესებულებას, რომლებიც სხვადასხვა სახით თანამშრომლობენ ქართველ კოლეგებთან და მათ საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.

შეხვედრაზე ასევე სიტყვით გამოვიდა  პათოლოგიის ლაბორატორიის „LabPON დირექტორი რენატე ბერგმანი და პათოლოგიის ციფრული განყოფილების უფროსი ალექსი ბაიდოშვილი, რომელმაც საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ლაბორატორიაში „LabPON” ასევე მუშაობენ ქართველი სპეციალისტები ანა ჯაფარიძე, ირინა მეფარიშვილი და შორენა ზოიძე.