საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპული თეატრების კონვენციის გენერალური ასამბლეა

29 ნოემბერს საქართველოს ელჩი ნიდერლანდების სამეფოში დაესწრო ევროპული თეატრების კონვენციის გენერალურ ასამლეას, სადაც ხელი მოეწერა დოკუმენტს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის გაწევრიანებაზე.

ევროპული თეატრის კონვენცია დაარსდა 1988 წელს, სადაც გაწევრიანებულია 20-ზე მეტი ქვეყნიდან 40-მდე წევრი, რომელიც დღეის მდგომარეობით ითვლება ევროპაში ყველაზე დიდ გაერთიანებად.

აღნიშნული გაწევრიანება ქართული თეატრისთვის ნიშნავს ევროპულ ასპარეზზე პირდაპირ გასვლას, კონვენციაში შემავალ თეატრებთან ურთიერთობას, საერთაშორისო ფესტივალებზე მიწვევასა და ევროპის თეტრალურ ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობას.

ღონისძიების მსვლელობისას საქართველოს ელჩმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.