საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოში სტაჟირების გავლის შესახებ

ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩო აცხადებს სტაჟირების კონკურსს. კონკურსის შედეგად, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება 2 (ორსაუკეთესო აპლიკანტს

სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადებაგადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან  მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

საბუთები მიიღება /წლის 25 დეკემბრიდან 2020 წლის 8 იანვრის ჩათვლითელექტრონული ფოსტის მეშვეობითმისამართზე thehague.emb@mfa.gov.ge.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1)       განაცხადების გადარჩევა;

2)       გასაუბრება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·         კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;

·         ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;

·         კარგად ფლობდეს ინგლისურ ენას, სასურველია ნიდერლანდური ენის ცოდნა;

·         იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი;

·    კანდიდატს უნდა ჰქონდეს ნიდერლანდების სამეფოში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი საბუთი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

კონკურსის თემატიკა:

·         საქართველოს კანონიდიპლომატიური სამსახურის შესახებ“;

·         საქართველო-ნიდერლანდების ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები;

ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოში სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: thehague.emb@mfa.gov.ge უნდა წარადგინოს:

) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N2);

) ავტობიოგრაფია;

)დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

) პასპორტის ასლი;

) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრებისდამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

) ერთი ფოტოსურათი (3X4).

) ნასამართლობის შესახებ ცნობა.

კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზენიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩო, . ჰააგა, Lange Vijverberg 12, 2513 AC The Hague

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.

სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

გთხოვთ გაითვალისწინოთრომ სტაჟირების კონკურსი ცხადდება წელიწადში ორჯერ. შემდეგი კონკურსი გამოცხადდება მაისის თვის პირველ სამუშაო დღეს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: +31 070 302 90 80.

განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ.pdf

სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესი.pdf