საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩოსა და საკვირაო სკოლის მიერ ორგანიზებული საზეიმო მიღება

12 იანვარს ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოსა და მასთან არსებული საკვირაო სკოლის ორგანიზებით, სკოლის აღსაზრდელებისა და მათი მშობლებისათვის საელჩოს შენობაში გაიმართა საზეიმო მიღება. მიღებაზე საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძემ და საკვირაო სკოლის მასწავლებლებმა მიმართეს მოწვეულ სტუმრებს და მიულოცეს როგორც შობა-ახალი წელი, ისე ახალი სასწავლო სემესტრის დაწყება.

მიღებას სპეციალური სტუმრის სტატუსით ესწრებოდა ქართული ცეკვისა და სიმღერის ფოლკლორულანსამბლ „შარა“, რომელიც დიაპორული ორგანიზაციების „იმედისა“ და „ბაგრატიონის საზოგადოებს“ მოწვევით იმყოფება და კონცერტებს მართავს ნიდერლანდების სამეფოში. ანსამბლის წევრებმა ნამდვილი სადღესასწაულო განწყობა შეუქმნეს დამსწრე საზოგადოებას.