საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა ეროვნული სტენდი მოინახულა

საქართველოს ელჩი გიორგი შარვაშიძე ნიდერლანდების სამეფოს უდიდეს ტურისტულ გამოფენას „Vakantiebeurs“ ეწვია და ქართული სტენდი მოინახულა.


აღსანიშნავია, რომ წელს გამოფენა 15-19 იანვარის პერიოდში იმართება ქალაქ უტრეხტში და მასში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, შპს საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანია და ექვსი ტურისტული სააგენტო მონაწილეობს.