საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა გიორგი შარვაშიძემ შეხვედრა გამართა ნიდერლანდების პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის წევრთან

2020 წლის 17 ივლისს საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძემ ვიდეო-კონფერენციის ფორმატში შეხვედრა გამართა ნიდერლანდების პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის წევრთან, მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიის D66 წარმომადგენელთან მარტენ ხროტჰუიზენთან.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე საკითხები, მათ შორის, ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

ელჩმა ჰოლანდიელ პარლამენტარს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის და რუსული საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან გახშირებული პროვოკაციების, გააქტიურებული „ბორდერიზაციის“ პროცესის, ადამიანის უფლებების მასიური დარღვევების, მათ შორის, 11 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის დაჭრის და უკანონო დაკავების შესახებ.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო შრომით/ცირკულარულ მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.