საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ნიდერლანდებში კორონავიურსთან დაკავშირებული რეგულაციები

რეგულაციები 1 აპრილიდან

Covid-19 ტესტების უარყოფითი პასუხის წარდგენა ნიდერლანდებში შემოსვლისას:

 
მაღალი რისკის ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან ნიდერლანდებში შემსვლელმა 13 წლის ან მეტი ასაკის მგზავრმა, რომელსაც აქვს ქვეყანაში შემოსვლის უფლება, უნდა წარადგინოს (1) ან მხოლოდ ბოლო 24 საათში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფით პასუხი, ან (2) ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის და ბოლო 24 საათში გაკეთებული სწრაფი ტესტების უარყოფითი პასუხები.
 

 

აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება როგორც ტრანზიტულ მგზავრებზე, ასევე - იმ პირებზე, რომლებსაც გაკეთებული აქვთ Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინა.

31 მარტიდან საჭირო აღარ არის ამობეჭდილი და ხელმოწერილი „უარყოფითი ტესტის დეკლარაციის“ წარდგენა.


 

შეგახსენებთ, რომ  2020 წლის 27 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოში მუდმივად მცხოვრები (რეზიდენტი) პირების ნიდერლანდებში შესვლის აკრძალვის შესახებ. ევროკავშირის 22 ოქტომბრის რეკომენდაციაზე დაყრდნობით და საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ნიდერლანდებმა საქართველო ამოიღო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან. 27 ოქტომბერს მიღებული შეზღუდვა, რომელიც კრძალავს ნიდერლანდებში ტურისტული მიზნებით მოგზაურობას, კვლავ ძალაშია.


წყარო: https://www.government.nl/topics/coronavirus-covid-19/visiting-the-netherlands-from-abroad/mandatory-negative-test-results-and-declaration/requirements-pcr-test-result

 

რეგულაციები 1 აპრილამდე

მნიშვნელოვანი ინფორმაცია


გაცნობებთ, რომ 23 იანვრის 00:01 საათიდან ნიდერლანდებში საჰაერო გზით შემომსვლელმა მგზავრებმა, ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფით პასუხთან ერთად, თან უნდა იქონიონ ჩასხდომამდე ბოლო 4 საათში გაკეთებული სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხიც.

აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება ინფიცირების მაღალი რისკის ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან ნიდერლანდებში შემომსვლელ ტრანზიტულ მგზავრებზეც.

PCR ტესტის და სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის ვალდებულებისგან, სხვა კატეგორიებთან ერთად, თავისუფლდებიან დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები.

23 იანვრის 00:01 საათიდან ევროკავშირის არაწევრი (მესამე) ქვეყნებიდან ნიდერლანდებში შემოსვლა ასევე აღარ შეეძლებათ იმ სტუდენტებს, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს,  მაღალი კვალიფიკაციის მქონე მიგრანტებსა და კულტურული და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებს, რომლებსაც არ გააჩნიათ მოქმედი ბინადრობის მოწმობა.


ნიდერლანდების მთავრობა აცნობიერებს, რომ ჩასხდომამდე ბოლო 4 საათში გაკეთებული სწრაფი ტესტის გაკეთება აეროპორტების უმრავლესობაში დაკავშირებულია დიდი სირთულეებთან. აქედან გამომდინარე, მთავრობა იმედოვნებს, რომ ორმაგი ტესტის მოთხოვნა შეამცირებს ნიდერლანდებში შემომავალი მგზავრების რაოდენობას.

გარდა ამისა, ნიდერლანდების მთავრობამ აკრძალა ფრენები შემდეგი ქვეყნებიდან: გაერთიანებული სამეფო, არგენტინა, ბოლივია, ბრაზილია, კაბო ვერდე, ჩილე, კოლუმბია, ეკვადორი, ფრანგული გვინეა, გაიანა, პანამა, პარაგვაი, პერუ, სამხრეთ აფრიკა, სურინამი, ურუგვაი და ვენესუელა.

შეგახსენებთ, რომ  2020 წლის 27 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოში მუდმივად მცხოვრები (რეზიდენტი) პირების ნიდერლანდებში შესვლის აკრძალვის შესახებ. ევრო-კავშირის 22 ოქტომბრის რეკომენდაციაზე დაყრდნობით და საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ნიდერლანდებმა საქართველო ამოიღო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან. 27 ოქტომბრის შეზღუდვა, რომელიც ნიდერლანდებში ტურისტული მიზნებით მოგზაურობის კრძალავს კ ვლავ ძალაშია.

დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ნიდერლანდების მთავრობის ვებგვერდზე: 

https://www.government.nl/latest/news/2021/01/20/lockdown-measures-tightened-in-response-to-concerns-about-new-variants-of-virus 

&

https://www.government.nl/topics/coronavirus-covid-19/visiting-the-netherlands-from-abroad