საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ერთობლივი შეხვედრა ნიდერლანდურ მხარესთან აღმოსავლეთ პარტნიორობის თემაზე

10 თებერვალს საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ნაკაშიძემ, ნიდერლანდების სამეფოში მოლდოვას რესპუბლიკის ელჩთან ტატიანა პარვუსთან და უკრაინის ელჩთან ვსევოლოდ ჩენცოვთან ერთად, შეხვედრა გამართა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ნიდერლანდების სპეციალურ წარმომადგენელთან იააპ ფრედერიკთან და საგარეო საქმეთა სამინიტროს აღმოსავლეთ ევროპის სამმართველოს უფროსთან შარლოტ ვან ბააკთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ევროკავშირთან გაღრმავებული თანამშრომლობის პერსპექტივები. გიორგი ნაკაშიძემ ისაუბრა საქართველოს მზაობაზე, 2024 წლისთვის გააკეთოს განცხადება ევროკავშირის წევრობაზე. შეხვედრის ფარგლებში ასევე განხილულ იქნა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას სურვილი, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობამ ამბიციურ პარტნიორებს უნდა გაუხსნას ევროკავშირთან მეტად დაახლოების შესაძლებლობები.