საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლისთავი

 

2021 წლის 21 თებერვალს საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილე აღინიშნება;

 

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომლითაც განისაზღვრა სახელმწიფოს მოწყობის და ქვეყნის პოლიტიკის ამოსავალი პრინციპები: სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი; დემოკრატიული რესპუბლიკა, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა; ნეიტრალიტეტი; კეთილგანწყობა ყველა სახელმწიფოსთან, განსაკუთრებით მეზობლებთან; სრული სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლება; ეროვნულ უმცირესობათა თავისუფალი განვითარება. კონსტიტუციის მიღებამდე იგი იქცა იმდროინდელი სამართლებრივი მდგომარეობის პირველწყაროდ;

 

საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანა აღმოჩნდა, სადაც ხელისუფლების სათავეში სოციალისტები მოვიდნენ. მიუხედავად ამისა, წამყვანი პოლიტიკური ძალა - სოციალ-დემოკრატია ცდილობდა მკაფიოდ გაემიჯნა ერთმანეთისგან პარტიული დოქტრინა და კონსტიტუცია, შესაბამისად, იყო მცდელობა შეექმნათ არა სოციალისტური კონსტიტუცია, არამედ - დემოკრატიული;

 

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ (1918-1921 ..), მიუხედავად თავისი არსებობის ხანმოკლე პერიოდისა, მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა შემდგომი პერიოდის ქართული სახელმწიფოს განვითარებაზეაღნიშნულს ორგანულად უკავშირდებოდა 1921 წლის კონსტიტუცია, რომელიც ორიენტირებული იყო დემოკრატიულ ფასეულობებსა და პრინციპებზე; საქართველოში დემოკრატიული წყობილების დამკვიდრებასა და განმტკიცებაზე;

 

1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს პირველი თანამედროვე კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ. სწორედ იმ დროს ქართული შეიარაღებული ძალები რუსულ არმიას თბილისის მისადგომებთან ებრძოდა. დოკუმენტის შემუშავება სამი წელი გრძელდებოდა, თუმცა ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მხოლოდ ოთხი დღე მოქმედებდა;

 

ქვეყნის ძირითად კანონს საფუძვლად დაედო დემოკრატიული რესპუბლიკის შერეული მოდელი, რომლის მიხედვითაც მოხდაფრანგული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიისადაშვეიცარიული უშუალო დემოკრატიისპრინციპების შეზავება საუკეთესო სინთეზის მიღების მიზნით. ამავე დროს გათვალისწინებული იყო იმდროინდელი სახელმწიფოებრივი ცხოვრების პრაქტიკა;

 

იმდროინდელი მსოფლიო მასშტაბით პროგრესულად აღიარებული დოკუმენტი, 17 თავისა და 149 მუხლისაგან შედგებოდა; ქვეყნის ძირითადი კანონით პოლიტიკურ წყობად განისაზღვრა დემოკრატიული რესპუბლიკა. კონსტიტუციით გარანტირებული იყო ქალთა, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები; გაუქმდა სიკვდილით დასჯა.

კონსტიტუციის პირველივე მუხლის მიხედვით, „საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო, მუდმივი და უცვლელი ფორმა პოლიტიკური წყობილებისა არის დემოკრატიული რესპუბლიკა“;

 

საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ძირითადი პრინციპი ხალხის სუვერენიტეტის რეალური უზრუნველყოფა იყო. იმდროინდელი ქართველი სოციალისტების იდეალს უშუალოდ დემოკრატია წარმოადგენდა, თუმცა განხორციელების შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შემუშავდა წარმომადგენლობითი დემოკრატიის სისტემა, რომელიც ივსებოდაპირდაპირი დემოკრატიის ჩართვით“ - საკანონმდებლო ინიციატივითა და რეფერენდუმით. მათ განიხილავდნენ როგორც ხალხის პირდაპირი მმართველობის ელემენტებს;

 

იმ დროის საქართველო რიგით მერვე ქვეყანა გახდა, სადაც ქალებს არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება ჰქონდათ. ელეონარა ტერ-ფარსეგოვა, ანა სოლოღაშვილი, ქრისტინე შარაშიძე, ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე - 1919 წლის თებერვალში სწორედ ეს ხუთი ქალი აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტში და ისინი მონაწილეობას იღებდნენ პირველი კონსტიტუციის შემუშავებაში;

 

ქვეყნის ახალი ძირითადი კანონი, 1995 წლის კონსტიტუცია, მის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობად, სწორედ, საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციას ასახელებს, რითაც მოხდა მისი დემოკრატიული სულისკვეთების აღიარება და ძირითადი პრინციპებისადმი ერთგულების დაადასტურა;

 

კონსტიტუცია 1921 წლის მარტში ბათუმში, ნესტორ ხვინგიას სტამბაში, დაიბეჭდა.