საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩოს შენობაზე ნიდერლანდების სამეფოში დაშვებულია სახელმწიფო დროშა

2021 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის და საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოს შენობაზე ნიდერლანდების სამეფოში დაშვებულია სახელმწიფო დროშა. პატივს მივაგებთ ყველა იმ ადამიანის ხსოვნას, ვინც თავისი სიცოცხლის ფასად იცავდა სამშობლოს დამოუკიდებლობას.