საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ნიდერლანდებში კორონავიურსთან დაკავშირებული რეგულაციები

რეგულაციები 1 აპრილიდან:

Covid-19 ტესტების უარყოფითი პასუხის წარდგენა ნიდერლანდებში შემოსვლისას:

 
მაღალი რისკის ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან ნიდერლანდებში შემსვლელმა 13 წლის ან მეტი ასაკის მგზავრმა, რომელსაც აქვს ქვეყანაში შემოსვლის უფლება, უნდა წარადგინოს (1) ან მხოლოდ ბოლო 24 საათში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფით პასუხი, ან (2) ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის და ბოლო 24 საათში გაკეთებული სწრაფი ტესტების უარყოფითი პასუხები.
 

აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება როგორც ტრანზიტულ მგზავრებზე, ასევე - იმ პირებზე, რომლებსაც გაკეთებული აქვთ Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინა.

31 მარტიდან საჭირო აღარ არის ამობეჭდილი და ხელმოწერილი „უარყოფითი ტესტის დეკლარაციის“ წარდგენა.


შეგახსენებთ, რომ  2020 წლის 27 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოში მუდმივად მცხოვრები (რეზიდენტი) პირების ნიდერლანდებში შესვლის აკრძალვის შესახებ. ევროკავშირის 22 ოქტომბრის რეკომენდაციაზე დაყრდნობით და საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ნიდერლანდებმა საქართველო ამოიღო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან. 27 ოქტომბერს მიღებული შეზღუდვა, რომელიც კრძალავს ნიდერლანდებში ტურისტული მიზნებით მოგზაურობას, კვლავ ძალაშია.


წყარო: https://www.government.nl/topics/coronavirus-covid-19/visiting-the-netherlands-from-abroad/mandatory-negative-test-results-and-declaration/requirements-pcr-test-result




რეგულაციები 1 აპრილამდე:

მნიდერლანდების მთავრობამ შეცვალა ქვეყნის საზღვარზე ორმაგის ტესტის წარდგენის რეგულაცია. 3 მარტიდან, ნიდერლანდებში ინფიცირების მაღალი რისკის ქვეყნიდან შემავალმა 13 წლის ან უფრო მეტი ასაკის მგზავრს აქვს ორი ვარიანტი: (1) მგზავრს შეუძლია წარადგინოს მხოლოდ PCR ტესტის უარყოფითი პასუხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტესტი გაკეთებულია ბოლო 24 საათში, ან (2) თუ მგზავრი ვერ ახერხებს PCR ტესტის გაკეთებას ბოლო 24 საათში, მან უნდა წარადგინოს როგორც ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის, ასევე - ბოლო 4 საათში გაკეთებული სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხები. აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება ინფიცირების მაღალი რისკის ქვეყნებიდან, მათ შორის ნიდერლანდებში შემომსვლელ ტრანზიტულ მგზავრებზეც.

ასევე, შეგახსენებთ, რომ  2020 წლის 27 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოში მუდმივად მცხოვრები (რეზიდენტი) პირების ნიდერლანდებში შესვლის აკრძალვის შესახებ. ევროკავშირის 22 ოქტომბრის რეკომენდაციაზე დაყრდნობით და საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ნიდერლანდებმა საქართველო ამოიღო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან. 27 ოქტომბერს მიღებული შეზღუდვა, რომელიც კრძალავს ნიდერლანდებში ტურისტული მიზნებით მოგზაურობას, კვლავ ძალაშია.

23 იანვრის 00:01 საათიდან ევროკავშირის არაწევრი (მესამე) ქვეყნებიდან ნიდერლანდებში შემოსვლა აღარ შეუძლიათ სტუდენტებს, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს,  მაღალი კვალიფიკაციის მქონე მიგრანტებსა და კულტურული და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებს. მათი ქვეყანაში შესვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მიზნით ქვეყანაში შესვლის ნებართვა მიღებული აქვთ 23 იანვრამდე.

მგზავრები, რომლებიც ნიდერლანდებში მიემგზავრებიან ევროკავშირის ან შენგენის ზონის არაწევრ ქვეყნებიდან, ასევე უნდა შეავსონ ჯანმრთელობის დეკლარაცია.

გარდა ამისა, ნიდერლანდების მთავრობამ აკრძალა ფრენები შემდეგი ქვეყნებიდან: არგენტინა, ბოლივია, ბრაზილია, ჩილე, კოლუმბია, ეკვადორი, ფრანგული გვინეა, გაიანა, პანამა, პარაგვაი, პერუ, სამხრეთ აფრიკა, სურინამი, ურუგვაი და ვენესუელა.

ნიდერლანდებში ჩამოსვლისას, მგზავრებმა უნდა გაიარონ 10 დღიანი თვით-იზოლაცია.

დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ნიდერლანდების მთავრობის ვებგვერდზე:

https://www.government.nl/topics/coronavirus-covid-19/visiting-the-netherlands-from-abroad/checklist