საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მნიდერლანდებში კორონავიურსთან დაკავშირებული რეგულაციები

რეგულაციები 1 აპრილიდან:

Covid-19 ტესტების უარყოფითი პასუხის წარდგენა ნიდერლანდებში შემოსვლისას:

 
მაღალი რისკის ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან ნიდერლანდებში შემსვლელმა 13 წლის ან მეტი ასაკის მგზავრმა, რომელსაც აქვს ქვეყანაში შემოსვლის უფლება, უნდა წარადგინოს (1) ან მხოლოდ ბოლო 24 საათში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფით პასუხი, ან (2) ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის და ბოლო 24 საათში გაკეთებული სწრაფი ტესტების უარყოფითი პასუხები.
 

 

აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება როგორც ტრანზიტულ მგზავრებზე, ასევე - იმ პირებზე, რომლებსაც გაკეთებული აქვთ Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინა.

31 მარტიდან საჭირო აღარ არის ამობეჭდილი და ხელმოწერილი „უარყოფითი ტესტის დეკლარაციის“ წარდგენა.


 

შეგახსენებთ, რომ  2020 წლის 27 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოში მუდმივად მცხოვრები (რეზიდენტი) პირების ნიდერლანდებში შესვლის აკრძალვის შესახებ. ევროკავშირის 22 ოქტომბრის რეკომენდაციაზე დაყრდნობით და საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ნიდერლანდებმა საქართველო ამოიღო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან. 27 ოქტომბერს მიღებული შეზღუდვა, რომელიც კრძალავს ნიდერლანდებში ტურისტული მიზნებით მოგზაურობას, კვლავ ძალაშია.


წყარო: https://www.government.nl/topics/coronavirus-covid-19/visiting-the-netherlands-from-abroad/mandatory-negative-test-results-and-declaration/requirements-pcr-test-result


რეგულაციები 1 აპრილამდე


ნიდერლანდების მთავრობამ კორონავირუსთან დაკავშირებული არსებული რეგულაციების 30 მარტის ჩათვლით გახანგრძლივების გადაწყვეტილება
მიიღო. 31 მარტიდან შესაძლებელია, მოიხსნას ზოგიერთი შეზღუდვა.

კომენდატის საათი ძალაში რჩება 31 მარტამდე, 21:00 საათიდან  04:30 საათამდე.

ასევე, 15 აპრილამდე, ძალაში რჩება რეკომენდაცია უცხოეთში მოგზაურობისაგან თავის შეკავებასთან დაკავშირებიათ.

ნიდერლანდების მთავრობის გადაწყვეტილებით, 16 მარტიდან რეგულაციებში შედის შემდეგი მცირე სახის ცვლილებები.

ცურვის გაკვეთილები

ბავშვებს, რომლის ასაკიც არის 12 ან 12 წელზე ნაკლებია, შეეძლებათ დაესწრონ ცურვის გაკვეთილებს A, B და C კატეგორიის დიპლომის მისაღებად.

მაღაზიები და  მაღაზიებში სავაჭროდ სიარული

მაღაზიებს თითო სართულზე შეეძლებათ დაუშვან 2 კლიენტი ან 1 კლიენტი 25 კვ მეტრზე (ერთდროულად მაქსიმუმ 50 კლიენტი). მაღაზიაში მისვლამდე შეხვედრის დანიშვნა 4 საათით ადრე კვლავ სავალდებულოა.

სპორტი

სრულწლოვანი მოქალაქეებისთვის დასაშვები იქნება სპორტული აქტივობა, რომელიც ითვალისწინებს ინდივიდუალურად ან არაუმეტეს 4-კაციანი ჯგუფების მონაწილეობას  და მხოლოდ ღია სივრცეში.

მართვის მოწმობის თეორიული გაკვეთილები და ტესტები

ფიზიკური თეორიული გაკვეთილები და ტესტები დასაშვები იქნება მხოლოდ განსაზღვრული ბიზნესისთვის და მოქალაქეებისთვის, რომელთაც ეს სამსახურებრივად ესაჭიროებათ.

https://www.government.nl/latest/news/2021/03/08/further-easing-of-restrictions-not-yet-possible