დედაენის დღესთან (14 აპრილი) დაკავშირებით, 16 აპრილს, პარასკევს 17:00 საათზე, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩო გიწვევთ პროფესორ რამაზ ქურდაძის ონლაინ ლექციაზე, სახელწოდებით „ენისა და გენდერის ურთიერთობისათვის ახალ ქართულ სალიტერატურო ენასა და დიალექტებში“.
პრეზენტაციაში ნაჩვენები იქნება მასკულინური და ფემინური ლექსიკის ამსახველი მაგალითები; განხილული იქნება ქალისა და მამაკაცის სოციალური მდგომარეობის მაჩვენებელი ენობრივი ნიმუშები ახალი ქართული სალიტერატურო ენისა და დიალექტების მიხედვით.
ინდოევროპული ენების მონაცემებთან მიმართებით გენდერულ საფუძველზე ახსნილი იქნება ზოგიერთი ნათესაური ტერმინის (დისშვილი, ძმისშვილი) განსხვავებანი ქართულში; დასახელებული იქნება ზოგი ნასესხები გენდერული ტერმინი სყიდვით ქორწინებასთან დაკავშირებით ქართულში; გაანალიზებული იქნება ანთროპონიმთა (ადამიანის პიროვნულ სახელთა) ნომინაციის გენდერული ასპექტები ქართულში ინგლისურ ენასთან მიმართებით და სხვ.
ონლაინ შეხვედრის დეტალები:
Join Zoom Meeting https://zoom.us/j/6371189142?pwd=am1YVkUrbTJPZUlxYWpKbkRPUVNvUT09
Meeting ID: 637 118 9142
Passcode: 122397
Facebook Link: https://www.facebook.com/events/1507168459622005