საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ვიზა ლიბერალიზაციის ვალდებულებების სამოქმედო გეგმა

როგორც თქვენთვის ცნობილია, 5 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც 2015 წლის 18 დეკემბერს ევროკომისიის ანგარიშის საფუძველზე, წარმატებით შესრულებულად გამოცხადდა საქართველო-ევროკავშირის ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით და ასევე, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის 4 წლის აღსანიშნავად, 2021 წლის 26 მარტს გაიმართა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) ერთობლივი საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია. ღონისძიების ფარგლებში, მომზადდა საქართველოს მთავრობის მიერ ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ პუბლიკაცია. გამოცემა ასახავს სამოქმედო გეგმის ბლოკების მიხედვით მთავრობის ძალისხმევასა და ქრონოლოგიას.

პუბლიკაციები (ინგლისურ ენაზე):