საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ნიდერლანდებში კორონავიურსთან დაკავშირებული რეგულაციები

28 აპრილიდან მთავრობა იწყებს 13 აპრილს დაანონსებული ლოქდაუნის გახსნის ეტაპობრივი გეგმის პირველი ეტაპის შესრულებას და 28 აპრილიდან ამსუბუქებს ჩაკეტვის რეჟიმს. კერძოდ:

             28 აპრილის 4:30 საათიდან გაუქმდება კომენდანტის საათი;

             გაუქმდა სახლში სტუმრად მხოლოდ ერთი ადამიანის მიღების რეკომენდაცია და შესაძლებელი იქნება სტუმრად ორი ადამიანის მიღება;

             12:00 საათიდან 18:00 საათამდე იხსნება რესტორნების და კაფეების გარე ტერასები. მომხმარებელთა მაქსიმალური რაოდენობა იქნება 50 ადამიანი. იკრძლება თვით-მომსახურება. ერთ მაგიდასთან დასაშვები იქნება მაქსიმუმ 2 ადამიანის დაჯდომა, 1.5 მეტრიანი დისტანციით. აკრძალვა არ იმოქმედებს ერთად მცხოვრებ ადამიანებზე და 12 წლამდე ბავშვებზე. მომხმარებელს შეეძლება რესტორნების და კაფეების შიგნით გადახდა და საპირფარეშოთი სარგებლობა. შიგნით შესვლისას სავალდებულოა პირბადის ტარება. აუცილებელია ადგილების წინასწარ დაჯავშნა. სავალდებულოა მომხმარებლის რეგისტრაცია. რამდენადაც შესაძლებელია, გადახდა უნდა მოხდეს უკონტაქტოდ. ტერასებზე აკრძალულია live წარმოდგენების გამართვა ან მონიტორის დაყენება.

             სავაჭრო ცენტრების მაღაზიებს შეეძლებათ მომხმარებლის მიღება ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშე. არასასურსათო მაღაზიები ღია იქნება 6:00 საათიდან 20:00 საათამდე. სავალდებულოა პირბადის ტარება.

გარდა ამისა, ორშაბათიდან (26 აპრილი) სტუდენტებს შეეძლებათ უნივერსიტეტის ლექციებზე კვირაში ერთხელ ფიზიკურად დასწრება, 1.5 მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვის პირობით. ამავე პირობით შეიძლება გაიხსნას უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებიც. ასევე, მთავრობა გეგმავს, რომ სტუდენტებს და უნივერსიტეტის პერსონალს გადასცეს უფასო ტესტები თვითტესტირებისთვის (self-tests), როგორც ინფიცირებისგან დამცავი დამატებითი საშუალება. ასეთი ტესტები ხელმისაწვდომი იქნება მაისის დასაწყისში. სტუდენტებს და უნივერსიტეტის პერსონალს ტესტების მოთხოვნა შეეძლება ეროვნული ონლაინ-პლატფორმიდან.

აღნიშნული რეგულაციები ძალაში იქნება მინიმუმ 11 მაისამდე. 3 მაისს გამოცხადება რეგულაციების შემსუბუქების მეორე ეტაპის შესაძლებლობა და განრიგი.

დამატებითი ინფორმაცია ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ ნიდერლანდების მთავრობის ვებ-გვერდზე: https://www.government.nl/latest/news/2021/04/20/step-1-shops-and-outdoor-seating-at-restaurants-and-cafes-will-partially-reopen-evening-curfew-lifted