საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დიპლომატიური ურთიერთობების 29 წელი

29 წლის წინ, 1992 წლის 22 აპრილს საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობები. 2001 წელს საქართველოში გაიხსნა ნიდერლანდების სამეფოს საელჩო, 2007 წელს კი გაიხსნა საქართველოს საელჩო ნიდერლანდებში. საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის ჩამოყალიბდა ჭეშმარიტად მეგობრული ურთიერთობები და წარმატებული თანამშრომლობა, რომელიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე, ხედვასა და ურთიერთპატივისცემაზე. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ-საგანმანათლებლო, საინვესტიციო და სხვა სფეროებში.