საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღესთან  დაკავშირებით, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიებები

 

1.    სტატიები

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გამოქვეყნდა საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის ორი სტატია:

·         Georgia’s 30th Anniversary of the Independence from the Soviet Union and 30 years to Euro-Atlantic Integration” - სტატია ნიდერლანდების დიპლომატიურ გამოცემა Diplomat Magazine-ში. სტატიაში საუბარია 1991 წლიდან დღემდე საქართველოს მიერ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის (ევროკავშირი, ნატო) კუთხით მიღწეულ შედეგებზე და სამომავლო ნაბიჯებზე, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციაზე, ამ კონტექსტში სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, საქართველოს ეკონომიკურ და კულტურულ დიპლომატიაზე და საქართველოზე, როგორც საერთაშორისო საზოგადოებისთვის სანდო პარტნიორზე (https://bit.ly/3urX9SO).

·         “Opinion: Thirty Years since Regaining Its Independence, Georgia Remains Committed to Restoring Fully Its European Roots and Territorial Integrity” - ოპედი გამოქვეყნდა ნიდერლანდური ანალიტიკური ორგანიზაცია LINKS Europe-ის საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალზე commonspace.eu. სტატიაში საუბარია საქართველოს ევროპულ ფესვებზე, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ შედეგებზე, საქართველოს როლზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაში, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციაზე, და მიმდინარე წლის 17 მაისს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიერასოცირებული ტრიოსდაფუძნების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს გაძლიერებულ სამმხრივ თანამშრომლობას ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე, მათ შორისაღმოსავლეთ პარტნიორობისფარგლებში (https://bit.ly/3fR6Aps).


2.    საქართველოს ჰიმნი და ქართული მელოდიები Grote Kerk-ის სამრეკლოდან

26 მაისს ქალაქ ჰააგის მთავარი სამრეკლოდან Grote Kerk-დან, ერთი საათის განმავლობაში, გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი და ცნობილი ქართული მელოდიები ( https://tinyurl.com/2x5ue6az ). 


 

პარალელურად, სამრეკლოს მიმდებარე ტერიტორიაზე საელჩომ მოაწყო სტენდი საქართველოს პოპულარიზების მიზნით და გაავრცელა ინფორმაცია საქართველოს კულტურის, ისტორიის და ტურისტული პოტენციალის შესახებ (https://bit.ly/3wG2FCy). ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ადგილობრივი დიასპორის წარმომადგენლები.


3.    ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრები ქართველი არტისტების მუსიკალური კომპოზიცია

ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, ნიდერლანდებში მოღვაწე ქართველმა მუსიკოსებმა ქეთევან როინიშვილმა, გოგი ძოძუაშვილმა, თორნიკე ქარჩხაძემ და საელჩოს მრჩეველმა ხუტა სალიამ, ონლაინ ფორმატში, შეასრულეს ქართული ტრადიციული მელოდიებითა და თანამედროვე ექსპერიმენტული მუსიკის ელემენტებით გაფორმებული 15-წუთიანი მუსიკალური კომპოზიცია. ვიდეოს წინ უძღვოდა საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის მიმართვა (https://bit.ly/3ulJwEE).

4.    ალექსანდრე კორძაიას (Kordz) მუსიკალური კომპოზიცია

ქართველმა ახალგაზრდა კომპოზიტორმა და ჰააგის სამეფო კონსერვატორიის კურსდამთავრებულმა ალექსანდრე კორძაიამ, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოსთან და ციფრულ ტელევიზიასთან Artarea/Tv2.0 თანამშრომლობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით შეასრულა საკუთარი კომპოზიციები. აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე კორძაია, ნიდერლანდურ ორკესტრთან Asko|Schönberg-თან კოლაბორაციით, ამა წლის 14 და 15 ივნისს კონცერტს გამართავს ამსტერდამში (https://bit.ly/3ft4g9n).



5.  საელჩოს შენობის განათება

21 მაისიდან 30 მაისამდე საელჩოს შენობა განათდა საქართველოს დროშის ფერებში (https://bit.ly/3hUQwph).

 


6.    თანამემამულეების ვიდეო-მილოცვები

საელჩოს Facebook გვერდზე განთავსდა ნიდერლანდებში მცხოვრები ქართველი თანამემამულეების ვიდეო-მილოცვები საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით (https://bit.ly/3wAoweQ).


 

დამოუკიდებლობის დღის ვიდეო-მილოცვა ჩაწერეს საპატიო კონსულებმა (https://bit.ly/34kXH26).