საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

5 ივნისიდან, ნიდერლანდებში შემსუბუქდა კორონავირუსის რეგულაციები

მთავრობის განცხადებით, 5 ივნისიდან დაიწყება ლოქდაუნის შემსუბუქების 5-ეტაპიანი გეგმის მე-3 ეტაპი. კერძოდ:

მაქსიმუმ 4 ვიზიტორი სახლში: რჩევა სახლში სტუმრების მიღების შესახებ იცვლება და 2-იც ნაცვლად შესაძლებელია დღეში არაუმეტეს 4 ვიზიტორის სახლში მიღება, 13 წლამდე ასაკის ჩაუთვლელად.

ჯგუფის ზომა ღია სივრცეში: 4 ადამიანი: ღია სივრცეში ერთად მყოფი ადამიანების რაოდენობა გაიზრდება 4-მდე. 1,5 მეტრის დისტანციის დაცვა კვლავ სავალდებულოა. 13 წლამდე ასაკის ბავშვები არ ითვლიან 4 ადამიანში.

დიდი ადგილები: ვიზიტორების მაქსიმალური რაოდენობა ერთ სივრცეში არის 50, 1,5 მეტრის დისტანციის დაცვით. 1000 დასაჯდომი ადგილისა და მეტი ადგილის მქონე დიდმა ადგილებმა, შეიძლება მიიღონ 250 ვიზიტორამდე, 1,5 მეტრის დისტანციის დაცვით. ეს ეხება დახრული და ღია სივრცის დიდ ადგილებს, როგორიცაა დახურული არენა, ღია თეატრები და საკონცერტო დარბაზები.

კულტურული ადგილები: მუზეუმებს და ისტორიულ შენობებს შეეძლებათ შიდა სივრცეების გახსნა. მუზეუმებს შეუძლიათ მიიღონ ერთი ვიზიტორი 10 კვადრატულ მეტრზე. კინოთეატრებს, მათ შორის სამხატვრო სახლის კინოთეატრებს, საესტრადო მუსიკის ადგილებს და თეატრებს ასევე შეუძლიათ კვლავ გახსნან თავიანთი კარი, გარკვეული პირობების გათვალისწინებით, როგორიცაა დაჯავშნა და ჯანმრთელობის შემოწმება. დაჯავშნა შესაძლებელია 4 ადამიანზე, 13 წლამდე ასაკის ბავშვების და იმ პირების ჩაუთვლელად, რომლებიც იმავე შინამეურნეობის ნაწილი არიან. ვიზიტორების მაქსიმალური რაოდენობა ერთ სივრცეში ან ოთახში არის 50, 1,5 მეტრის დაშორებით. დიდ ადგილებს, რომელთა ტევადობაა 1000 ადგილი ან მეტი, შეეძლებათ მიიღონ  250 ადამიანამდე, 1,5 მეტრის დაშორებით. ეს ლიმიტი არ მოიცავს პერსონალს.

ხელოვნება და კულტურა: ყველა ასაკის ადამიანს შეეძლება ჯგუფურად მიიღოს მონაწილეობა მხატვრულ და კულტურულ ღონისძიებებში. ეს ნიშნავს, რომ, მაგალითად, ორკესტრებს შეუძლიათ რეპეტიციის გავლა. თუ ეს შეუძლებელია, რეპეტიციის დროს სავალდებულო არ არის 1,5-მეტრიანი დისტანცია. ამასთან, ადამიანთა რიცხვი, ვისაც ერთ სივრცეში ყოფნა შეუძლია, არ უნდა აღემატებოდეს 50 – ს, მასწავლებელთა პერსონალის გამოკლებით. აკრძალულია მაყურებელის დასწრება. სიმღერის, მსახიობობის, მუსიკისა და ცეკვის სხვა წესები კვლავ მოქმედებს.
დასვენება: გაიხსნება შიდა გასართობი პარკები, ბუნების პარკები და ზოოპარკები. მათ შორისაა, მაგალითად, ქვეწარმავლების სახლები და დაფარული ატრაქციონები. კაზინოები, სათამაშო და რეკრეაციული ობიექტები (მაგალითად, ლაზერული სათამაშო ადგილები), საუნები და სპა შეიძლება ასევე გაიხსნას. დასაშვები ვიზიტორების მაქსიმალური რაოდენობა იქნება ერთი ადამიანი 10 კვადრატულ მეტრზე ან 50 ადამიანამდე ერთ სივრცეში, 1,5 მეტრის დაშორებით, რაც დამოკიდებულია საქმიანობის ხასიათზე. დაჯავშნა, რეგისტრაცია და ჯანმრთელობის შემოწმება სავალდებულოა. დაჯავშნა შესაძლებელია 4 ადამიანზე. ეს ლიმიტი არ ვრცელდება ბავშვებსა და ადამიანებზე, რომლებიც ერთი და იმავე შინამეურნეობის ნაწილი არიან. სავალდებულოა პირბადის ტარება.

სპორტი: მოზრდილებს შეეძლებათ სპორტით დაკავება 50-მდე მონაწილეობით, 1.5 მეტრის დაშორების გარეშე, თუ მოცემული სპორტი ხალხის მოითხოვს სიახლოვეს. სპორტის დროს 1.5-მეტრიანი დისტანციის მოთხოვნა ახალგაზრდებსა და ბავშვებში უკვე გაუქმდა. შესაძლოა, კვლავ ჩატარდეს შეჯიბრების მატჩები 17 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, მაყურებლის გარეშე. შესაძლოა, 18 წელზე უფროსი ასაკის პირები ჯერ არ თამაშობენ კონკურენტულ მატჩებს, მაგრამ მატჩები იმავე სპორტული კლუბის წევრებს შორის დაშვებულია ამ დროისთვის მაყურებელს არ ექნება სამოყვარულო სპორტულ მატჩებზე დასწრების უფლება. გაიხსნება გასახდელები, საშხაპეები და საუნები, ასევე სპორტული კლუბების სახლები. ჯანმრთელობის შემოწმება სავალდებულო რჩება. შიდა სივრცეში სავალდებულოა პირბადის ტარება, გარდა უშუალოდ სპორტული აქტივობის დროს.

რესტორნები, კაფეები და ბარები: დაწესებულებებში, რომლებიც საჭმელსა და სასმელს ემსახურებიან, მუშაობის უფლება ექნებათ 06.00-დან 22.00 საათამდე. ყველას მაგიდასთან უნდა ჰქონდეს დანიშნული ადგილი. დაუშვებელია ბარში ჯდომა.  მაგიდასთან  დაშვებულია მაქსიმუმ 4 ადამიანის ჯდომა 1.5-მეტრიანი დისტანციით. ეს არ ვრცელდება 13 წლამდე ასაკის ბავშვებზე ან იმ პირებზე, რომლებიც ერთი და იმავე ოჯახის ნაწილი არიან. დასაშვებია მაქსიმუმ 50 ადამიანი, პერსონალის გამოკლებით. დაუშვებელია თვითმომსახურება. დაუშვებელია გასართობი ელემენტები, როგორიცაა ცოცხალი წარმოდგენები ან სატელევიზიო ეკრანები, რომლებიც აჩვენებს სპორტულ ღონისძიებებს. დაჯავშნა და ჯანმრთელობის შემოწმება კვლავ სავალდებულოა.

ალკოჰოლის გაყიდვა: ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა აკრძალული იქნება შეიძლება 22.00-დან 06.00 საათამდე,  ნაცვლად 20.00-დან 06.00 საათისა.

მაღაზიები: ყველა მაღაზიას შეუძლია იმუშაოს მათი რეგულარული მუშაობის დროის შესაბამისად. ეს ნიშნავს, რომ ნებადართულია გვიან ღამით ვაჭრობა. მაღაზიაში დაშვებული ადამიანების რაოდენობა ასევე გაიზარდა და შეადგენს 10 კვადრატულ მეტრზე ერთ ადამიანს.

მეოთხე ეტაპი:
განახლებული გეგმის მიხედვით, გახსნის გეგმის მეოთხე ნაბიჯი დაგეგმილია 30 ივნისს. მთავრობა 22 ივნისს გადაწყვეტს, განახორციელებს თუ არა მე-4 ეტაპს.