საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ნიდერლანდებში შემოსვლის წესი 8 აგვისტოდან

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ 8 აგვისტოდან, ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს მიენიჭება ინფიცირების „ძალიან მაღალი რისკის ქვეყნის“ (a very high-risk area) სტატუსი. თუმცა, საქართველოსთვის კვლავ ძალაში დარჩება „ნარინჯისფერი კოდი“ და მას არ მიენიჭება „წითელი კოდი“. 

ეს ნიშნავს, რომ 8 აგვისტოდან საქართველოდან ნიდერლანდებში ტურისტული მიზნით შემომსვლელმა ყველა მგზავრმა უნდა წარადგინოს როგორც სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი, ასევე - Covid-19-ზე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი (სრულად ვაქცინაცია + PCR ტესტი).

გარდა ამისა, საქართველოდან ნიდერლანდებში შემოსული მგზავრების მიმართ იმოქმედებს სავალდებულო 10-დღიანი იზოლაცია/კარანტინი, რომელიც ეხება ყველას, მათ შორის ვაქცინირებულ მგზავრებსაც. იზოლაციაში მყოფ მგზავრს შეუძლია, რომ მე-5 დღეს ჩაიტაროს ტესტირება და, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, დატოვოს იზოლაცია.

მგზავრთა კატეგორიები, რომლებიც განთავისუფლებულნი არიან იზოლაციის/კარანტინის ვალდებულებისგან, იხილეთ შემდეგ ბმულზე (ინგლისურ ენაზე): https://www.government.nl/topics/coronavirus-covid-19/visiting-the-netherlands-from-abroad/self-quarantine/exceptions-mandatory-quarantine?fbclid=IwAR3lIIib9p89FDGY5n3YhipFo70OkoSiU_K6DVGKGdyW72j7RjvlTYo4QkY