საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველო მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) ადმინისტრაციული საბჭოსა (CA) და საფოსტო საექსპლუატაციო საბჭოს (POC) წევრად აირჩიეს

საქართველო მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) ადმინისტრაციული საბჭოსა (CA) და საფოსტო საექსპლუატაციო საბჭოს (POC) წევრად აირჩიეს, ხელახალი 2022-2025 წლების ვადით. არჩევნები 2021 წლის 9-27 აგვისტოს მსოფლიო საფოსტო კავშირის 27-ე კონგრესის ფარგლებში, ქ. აბიჯანში (კოტ დივუარი) გაიმართა. საქართველო ზემოხსენებული საბჭოების წევრად პირველად 2016 წელს აირჩიეს.
 
როგორც ადმინისტრაციული საბჭოსა და საფოსტო საექსპლუატაციო საბჭოს წევრს, საქართველოს შესაძლებლობა ექნება განაგრძოს და ორმაგი ძალისხმევით ჩაერთოს კავშირის მიზნების დასახვასა და მანდატის ეფექტურ განხორციელებაში, ასევე, საფოსტო კავშირის სხვა წევრებთან ერთად, ხელი შეუწყოს უკეთესი და თანამედროვე საერთაშორისო საფოსტო სექტორის გაძლიერებას.