საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

“DIPLOMAT magazine”-მა გამოაქვეყნა საქმეთა დროებითი რწმუნებულის სტატია სახელწოდებით: „საქართველოს როლი ავღანეთიდან ევაკუაციაში“

2 სექტემბერს, ნიდერლანდების სამეფოს დიპლომატიურ გამოცემა Diplomat Magazine-ში გამოქვეყნდა საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის გიორგი ნაკაშიძის სტატია ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში საქართველოს როლის შესახებ.

სტატიაში ხაზგასმულია ქართული მხარის აქტიური მონაწილეობა ნატოს მისიებში. ასევე ნათქვამია, რომდღეს, როდესაც ავღანეთში მომხდარმა ტრაგიკულმა მოვლენებმა დაგვაყენა მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისის საფრთხის წინაშე, საქართველო კვლავ აქტიურად არის ჩართული ჰუმანიტარული და ევაკუაციის პროცესების მართვაში.“

სტატიის სრული ვერსიის მოძიება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3EerASy