საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გოჩა ლაღიძის პერსონალური გამოფენა “The Iron Secret Keeper” გახსნა

2021 წლის 10 სექტემბერს ნიდერლანდების ქალაქ ბერხენ ოპ ზოომის მუზეუმში მარკიეზენჰოფი გაიმართა მხატვარ-რესტავრატორის, ნიდერლანდებში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის გოჩა ლაღიძის პერსონალური გამოფენის “The Iron Secret Keeper” ოფიციალური გახსნა.

გამოფენა ბერხენ ოპ ზოომის მუნიციპალიტეტის და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებთან ერთად გახსნა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ნაკაშიძემ.

გამოფენაზე წარმოდგენილ იქნა ბატონი გოჩას მიერ რესტავრირებული და შექმნილი ქართული და ევროპული საბრძოლო იარაღები, აბჯრები და სხვა.

აღანიშნავია, რომ გოჩა ლაღიძეს საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ მინიჭებული აქვს "საქართველოს ხალხური ოსტატის", ხოლო ჰოლანდიაში ნიდერლანდების ოქრომჭედელთა გილდიის მიერ - ნიდერლანდების ოქრომჭედელთა გილდიის ოსტატის (მასტერის) წოდება.

გამოფენა მნახველთათვის ღია იქნება 2021 წლის 14 სექტემბრიდან 2022 წლის 6 მარტამდე.

გამოფენის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მუზეუმის მარკიეზენჰოფი ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://bit.ly/3C8co7r.