საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო „EUNIC Netherlands -ის მიერ ორგანიზებულ ევროპული ენების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში

22 სექტემბერს საქართველოს საელჩომ ნიდერლანდების სამეფოში უკვე მეორედ მიიღო მონაწილეობა EUNIC Netherlands (EU National Institutes for Culture)-ის მიერ ორგანიზებულ ევროპული ენების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში, რომელიც ამსტერდამის ბიბლიოთეკის შენობაში გაიმართა.

ღონისძიებაზე, ქართულ ენასთან ერთად, წარმოდგენილ იქნა მალტური, იტალიური, ფრანგული, უნგრული, პოლონური, ესტონური, თურქული, ესპანური, ჩეხური, სლოვენიური, გერმანული, ავსტრიული, ირლანდიური და ლიტვური ენები.

ღონისძიების ფარგლებში, საელჩოს მრჩეველმა მაია დევაძემ გაავრცელა ინფორმაცია ქართული ენის, ანბანის, კულტურისა და ტრადიციების შესახებ.

ქართული ენის კუთხემ ღონისძიების სტუმრების განსაკუთებული ინტერესი გამოიწვია.