საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გლოვის დღე

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 11 ოქტომბერი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ქალაქ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად, ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოში სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფეოში უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს.

8 ოქტომბრს, ქალაქ ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევამ 9 ადამიანი იმსხვერპლა.