საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ვიზიტი ნიდერლანდების კვლევით ინსტიტუტში - DELTARES

26 ოქტომბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდებში, დავით სოლომონია ეწვია "დელტარესს" - ზედაპირული და მიწისქვეშა წყლის რესურსებისა და ინფრასტრუქტურის კვლევით ინსტიტუტს.

დელტარესის წარმომადგენლებმა, საელჩოსთვის მოამზადეს პრეზენტაცია ინსტიტუტის მიერ წარმოებული და განხორციელებული პროექტების შესახებ.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ქართულ მხარესთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის სტიქიების მართვის მექანიზმების დანერგვა და ამ მხრივ გარემოსდაცვით გამოწვევებთან გამკლავება. გარდა ამისა, კვლევით ინსტიტუტს აქვს  სტიქიურ ბუნებრივ მოვლენებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისა და  ზღვის სანაპირო წყლების მიმდებარე ტერიტორიების მართვის ექსპერტიზაც.