საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროკომისიამ აღიარა საქართველოს კოვიდ-პასპორტები

ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს კოვიდ-პასპორტების აღიარების შესახებ.

 აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების სერთიფიკატს, შეძლებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილებას. მათი სასერტიფიკატო კოდი ამოცნობადი იქნება ევროკავშირის ციფრული სისტემის მიერ.

საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-სერტიფიკატი ვაქცინაციის, ტესტებისა და კოვიდისგან გამოჯანმრთელების შესახებ აღიარებულია ევროკავშირის მიერ და გათანაბრებულია ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციით გაცემულ სერტიფიკატებთან, რომლის მიზანიცაა ადამიანთა თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობა ევროკავშირის ტერიტორიაზე.

ევროკომისიის გადაწყვეტილება ძალაშია 16 ნოემბრიდან.

შესაბამისი დოკუმენტი კომისიის ვებ-გვერდზე 15 ნოემბერს გამოქვეყნდა: https://ec.europa.eu/commission/presscorner/detail/en/mex_21_6048