საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული კომპანიების ვიზიტი ნიდერლანდებში და მიღება საქართველოს საელჩოში

 

20 მარტს, საქართველოს ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ საელჩოში, ნიდერლანდების სამეფოს სამეწარმეო სააგენტოსა (RVO) და ხორცისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი ქართული კომპანიების მენეჯერებს უმასპინძლა.

მიღებაზე გახილულ იქნა საქართველოსა და ნიდერლანდეის სამეფოს შორის სასოფლო-სამეურნეო სექტორში არსებული შესაძლებლობები და თანამშრომლობის პერსპექტივები. ელჩმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს და RVO-ს წარმომადგენლებს აღნიშნული პროექტის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის.

„ნიდერლანდების სამეწარმეო სააგენტოს“ და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ორგანიზებით, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 19-24 მარტს, ხორცისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი ქართული კომპანიების მენეჯერები ნიდერლანდებში ხუთ დღიან სასწავლო ბიზნეს პროგრამით იმყოფებიან.

სასწავლო მისიის ფარგლებში, მონაწილები რძის პროდუქტებისა და ხორცის გადამამუშავებელ კომპანიებს ეწვევიან, შედგება ორმხრივი „B2B“ შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან. ასევე, გაიმართება სემინარები ევრო სტანდარტების დანერგვისა და ზოგადი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავების მიზნით.