საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

რუბრიკა- გაიცანი ქართველები - დალი უბილავა-დე გრააფი

დღეს რუბრიკა „გაიცანი ქართველები“ დალი უბილავა-დე გრააფს გაგაცნობთ. ამბობს, რომ მისი ცხოვრება შედგება სამი ძირითადი ეტაპისგან: ერთი აფხაზეთში ომამდე, ომის შემდეგ თბილისი და მესამე ჰოლანდია - ოჯახის შექმნის გამო. ცხოვრების პირველ ეტაპზე მათემატიკოსი იყო, მეორე ეტაპზე რეჟისორი, მესამეზე კი ფონდი „არტ ექო“ დააფუძნა და დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის არსებული კულტურული კავშირების განმტკიცება და ახალი კავშირების დამყარება დაისახა მიზნად. 2010 წლიდან  ხელოვნების და კულტურის პროექტებს ფესტივალი „იბერიას“ ფარგლებში აკეთებს.

დალი უბილავა- დე გრააფი.pdf