ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ურთიერთობები საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის

დიპლომატიურ ურთიერთობათა ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის დამყარდა 1992 წლის 22 აპრილს.

 

საქართველოს ელჩები ნიდერლანდების სამეფოში:

კონსტანტინე სურგულაძე 2014 წლიდან - დღემდე;

შოთა ღვინერია 2010 - 2014 წ.წ.;

მაია ფანჯიკიძე 2007 –  2010 წ.წ.;

სალომე სამადაშვილი 2005 – 2007 წ.წ. (რეზიდენციით ქ. ბრიუსელი);

კონსტანტინე ზალდასტანიშვილი 2000 –  2005 წ.წ. (რეზიდენციით ქ. ბრიუსელი);

ზურაბ აბაშიძე 1998 – 2000 წ.წ. (რეზიდენციით ქ. ბრიუსელი).

 

ნიდერლანდების სამეფოს ელჩები საქართველოში:

ჰანს ჰორბახი (Hans Horbach) 2013 - დღემდე;

პიტერ ლანგენბერგი (Pieter J. Langenberg) 2009 - 2013 წ.წ;

ონნო ელდერენბოში (Onno Elderenbosch) 2005 – 2009 წ.წ.;

ჰარი მოლენაარი (Harry Molenaar) 2001 –  2005 წ.წ.;

ონნო ვილემ კორნელის ჰათინგა ვან` სანთი (Onno Hatinga van't Sant) -2000-2001 წ.წ.(რეზიდენციით ქ. კიევი);

გოდერტ ბარონ დე ვოს ვან ტსეენვიკი (Godert Baron de Vos van Steenwijk) -1993 – 2000 წ.წ.(რეზიდენციით ქ. მოსკოვი);

იორის ვოსი (Joris Vos) 1990 –  1993 წ.წ. (რეზიდენციით ქ. მოსკოვი).

 თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

ეკონომიკა, კულტურა, განათლება და მეცნიერება.

 

ეკონომიკური თანამშრომლობა:

 საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები აკავშირებს. 2011 წელს, ნიდერლანდების სამეფო, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობით, პირველ ადგილზე იყო.

 

საქართველო – ნიდერლანდების სავაჭრო ბრუნვა

(მლნ. აშშ დოლარი)

 

წლები

2009

2010

2011

2012 3 თვე

ბრუნვა

108,82

117

150

38

ექსპორტი

9,02

17,2

17

3,6

იმპორტი

99,8

99,8

133

34,4

 

თანამშრომლობა განვითარების პროგრამის ფარგლებში:

ნიდერლანდების სამეფო აქართველოში პროგრამებს ახორციელებს შემდეგი მიმართულებით: კანონის უზენაესობის განმტკიცება და ადამიანის უფლებათა პატივისცემა; უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობა; სამშვიდობო პროცესების განმტკიცების ხელშეწყობა (Peace building), მმართველობის გაუმჯობესება (Good Governance); სიღარიბის დაძლევა.

 

თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის სფეროში:

 

საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის ნაყოფიერად ვითარდება თანამშრომლობა

განათლების სფეროში. საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ 

ნიდერლანდური მხარის მიერ დაფინანსებულ არაერთ სასწავლო პროგრამაში. წარმატებით

მიმდინარეობს თანამშრომლობა დელფტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსა (Delft University of

Technology) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის. 2012 წლის 23 მარტს, ლეიდენის 

უნივერსიტეტის (Leiden University) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დაარსდა

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა;

ნიდერლანდების სამეფოში ფუნქციონირებს რამდენიმე ნიდერლანდურ-ქართული ფონდი, რომელიც ორგანიზებას უწევეს სხვადასხვა სახის ღონისძიებას და ახორციელებს კულტურულ 

პროექტებს (საქართველოს დღეები).

 

საქართველოს მხრიდან  ნიდერლანდების სამეფოში განხორციელებული უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები

2012 წელი

12-13 იანვარი - პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ვიზიტი;

9-12 აპრილი - საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი.

2011 წელი

26-28 აპრილი - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის რამაზ 

ნიკოლაიშვილის  ვიზიტი;

13-14 ოქტომბერი - ვიცე პრემიერ-მინისტრის, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ეკა ტყეშელაშვილის ვიზიტი;

28-30 ნოემბერი - თბილისის მერიის დელეგაციის ვიზიტი.

2010 წელი

4-5 მარტი - საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი.

2009 წელი

12-16 იანვარი - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ევროპასთან

ინტეგრაციის კომიტეტის წევრების ვიზიტი;

22-23 იანვარი - პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის და პარლამენტის ვიცე-სპიკერის 

გიგი წერეთლის ვიზიტი;

31 მარტი - საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი;

27-29 ივნისი - პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ვიზიტი;

28 სექტემბერი -3 ოქტომბერი - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 

დელეგაციის ვიზიტი, მინისტრის პირველი მოადგილის ალექსი მაჭავარიანის 

ხელმძღვანელობით;

16 - 18 ნოემბერი - რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით

ტყეშელაშვილის ვიზიტი.

2008 წელი

17-18 ნოემბერი – ვიცე-პრემიერ მინისტრის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში

ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ბარამიძის ვიზიტი.

2007 წელი

28 - 30 ივნისი - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის დავით ტყეშელაშვილის 

ვიზიტი;

17-18 ოქტომბერი - საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის ვიზიტი.

ნიდერლანდების სამეფოს მხრიდან  საქართველოში განხორციელებული უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები:

2012 წელი

20-25 მაისი - აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში საგარეო საქმეთა სამინისტროს 

სპეციალური წარმომადგენლის,  კლაას ვან დერ ტემპელის ვიზიტი (Ambassador, Special

Representative for Eastern Partnership and Eastern Neighbouring Countries Klaas van der Tempel).

2010 წელი

20 სექტემბერი - აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში საგარეო საქმეთა სამინისტროს

სპეციალური წარმომადგენლის,  ონო ჰატინგა ვან’  სანტის ვიზიტი (Ambassador, Special

Representative for Eastern Partnership and Eastern Neighbouring Countries - Onno Hatinga van't Sant).

2009 წელი

11-12 თებერვალი - საგარეო საქმეთა მინისტრის მაქსიმ ვერჰაგენის ოფიციალური ვიზიტი

(Minister of Foreign Affairs Maxim Verhagen);

6-9 მაისი - პარლამენტის დელეგაციის (ყველა ფრაქციის წარმომადგენელთა მონაწილეობით

ვიზიტი;

10-14 მაისი - იუსტიციის სამინისტროს დაბრუნებისა და რეპატრიაციის სამსახურის გენერალური

დირექტორის მოადგილის ერიკ დე ბორსტისა და იუსტიციის სამინისტროს განსაკუთრებულ

საქმეთა მრჩევლის ბობ ბალიონის ვიზიტი (Deputy Director General of the Return and Repatriation

Service, the Dutch Ministry of Justice Eric de Borst  and, advisor of the Ministry of Justice Bob Balion);

10-13 ნოემბერი - აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში საგარეო საქმეთა სამინისტროს 

სპეციალური წარმომადგენლის,  ონო ჰატინგა ვან’  სანტის ვიზიტი.

2008 წელი

28 აპრილი - 3 მაისი - გარემოს დაცვის მინისტრის ჟაკლინ კრამერის ვიზიტი (The Minister of

Environment - Jaqueline Kramer);

10-12 მაისი - ფინანსთა მინისტრის ვაუტერ ბოსის ვიზიტი (The Minister of Finance Wouter Bos).

2006 წელი

22-24 ივნისი –  პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტის ფრანს ვეისგლასის

ვიზიტი (President of the House of Representatives of the Parliament - Frans Weisglas).

2005 წელი

25-27 სექტემბერი - ტრანსპორტის, საზოგადოებრივი საქმიანობის და წყლის მართვის  მინისტრის

კარლა პეიჯსის ვიზიტი (Minister of Transport, Public Works and Water Management - Karla Peijs).

 

საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო უწყებებს შორის  არსებობს

ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის პრაქტიკა:

2010 წლის 12-13 ივლისი, ქ.თბილისი - ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები,

დეპარტამენტების დირექტორების დონეზე.

2009 წლის 17-18 სექტემბერი, ქ. ჰააგა - ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები,

დეპარტამენტების დირექტორების დონეზე.

 

საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში

მისამართი: Groot Hertoginnelaan 28, 2517 EG Den Haag;

ფაქსი: + (31 70) 302-90-80

ტელეფონი: + (31 70) 302-90-81

ელ-ფოსტა: thehague.emb@mfa.gov.ge 

ნიდერლანდების  სამეფოს საელჩო საქართველოში

მისამართი: თბილისი, თელავის ქ. 20 სასტუმრო «შერატონ მეტეხი პალასი»; 

ტელ: 2 27-62-00/22

ფაქსი: 2 27-62-32

 

ბმულები:

საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში: www.netherlands.mfa.gov.ge

საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩო:  http://georgia.nlembassy.org/

ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: http://www.minbuza.nl/

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის სენატი: http://www.eerstekamer.nl/begrip/english_2

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატა:http://www.houseofrepresentatives.nl/

ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრის ოფისი: http://www.government.nl/

 

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 4 6
7 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ