ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

 

 

საქართველოსა და ევროკავშირის იუსტიციის ერთიან ორგანო „Eurojust“-ს შორის  თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება.  დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძესა და ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოს („Eurojust“) პრეზიდენტ ლადისლავ ჰამრანს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელიც სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვასა და საქართველოსთან ორმხრივი შეთანხმების გაფორმების საკითხებს ეხებოდა.

განთავსების თარიღი: 30.01.2018
 

 

 

28–29 ნოემბერს ნიდერლანდების სამეფოში  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას ვიზიტი გაიმართა.

 

 

განთავსების თარიღი: 29.11.2017
 

 

 

25 ნოემბერს, საქართველოს საელჩოში,  გურამ ოდიშარიას რომანის - „პრეზიდენტის კატა“ ნიდერლანდური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. თარგმანი შესრულებულია ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრები ქართველი მთარგმნელის არჩილ ჯავახაძის მიერ.

 

განთავსების თარიღი: 25.11.2017
 

 

 

9 ნოემბერს, საქართველოს საელჩოს ახალ შენობაში  ღონისძიება “Georgia Welcomes You” გაიმართა. საელჩომ ღონისძიება, ტურისტული სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ   უახლესი ინფორმაციის მიწოდების მიზნით დაგეგმა. 

განთავსების თარიღი: 09.11.2017
 

დღეს ნიდერლანდების საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის, ,,კლინგენდაელის“ აკადემიაში ახალგაზრდა დიპლომატების ოთხ კვირიანი სასწავლო კურსის „ახალი  ურთიერთობები და საერთო გამოწვევები  საერთაშორისო დიპლომატიაში“ (New Networks and Shared Challenges in International Diplomacy) დახურვის ცერემონია გაიმართა. 

განთავსების თარიღი: 18.10.2017
 

18 ოქტომბერს, ჰააგაში, „Zuiderstranstheater“–ში, „ჰოლანდიის ჩასაბერ საკრავთა ანსამბლის“ (Netherlands Blazers Ensemble- NBE) კონცერტი სახელწოდებით „Georgia” ანსამბლ „ანჩისხატთან“ და ვირტუალურად გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად გაიმართა.  

განთავსების თარიღი: 18.10.2017
 

 

 

2017 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში ახალ შენობაში გადადის, რომელიც მდებარეობს ქ. ჰააგაში შემდეგ მისამართზე: Lange Vijverberg 12, 2513 AC Den Haag.

განთავსების თარიღი: 17.08.2017
 

11 აგვისტოს, საქართველოს ელჩი ნიდერლანდების სამეფოში კონსტანტინე სურგულაძე ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალის „Grachtenfestival“–ის 20 წლის იუბილის გახსნის ცერემონიას დაესწრო. საზეიმო ღონისძიება სხვა ახალგაზრდა მუსიკოსებთან ერთად ქართველმა პიანისტმა სოფიკო სიმსივემ გახსნა, რომელიც წელს ფესტივალის მთავარი მუსიკოსი იქნება.

 

 

 

განთავსების თარიღი: 15.08.2017
 

 

 

7.08.2017 თბილისი2017 წლის 7 აგვისტოს ცხრა წელი შესრულდა საქართველოში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციიდან

განთავსების თარიღი: 08.08.2017
 

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 3 აგვისტოს, ავღანეთში, ქართველ სამხედრო მოსამსახურეებზე განხორციელებული თავდასხმისას, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს ჯარისკაცის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

განთავსების თარიღი: 04.08.2017
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 6 7 8 9 10
11 12 14 15 16 17
18 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ