ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის სამუშაო ვიზიტი ნიდერლანდებში

netherlands/13618015_10153997818343122_2135528218_n.jpg

4-5 ივლისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ჰოლანდიელ კოლეგასთან მარტაინ ვან დამთან, რომლის დროსაც მინისტრებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. 

netherlands/13617453_10153997818363122_1903699159_n.jpg

2 დღიანი ვიზიტის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციამ შეხვედრები გამართა სათბურების მწარმოებელ სხვადასხვა ჰოლანდიურ კომპანიასთან და აგრეთვე ფრისლანდის პროვინციაში დაათვალიერა ჰოლანდიის უდიდესი მერძევეობის ცენტრი “Dutch Dairy Campus”. შეხვედრები ასევე გაიმართა UNESCO-ს წყლის ინსტიტუტში დელფტში და მებოსტნეობის კვლევით ცენტრში „Delphy Improvement Center“.

ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის სამუშაო ვიზიტის მიზანი  სამელიორაციო სისტემების, სასათბურე მეურნეობების ტექნიკური უზრუნველყოფის და რძის  წარმოების მიმართულებით ჰოლანდიელი სპეციალისტების   გამოცდილების გაზიარება იყო. 

netherlands/13584979_1081861841889058_7044013095594735717_o.jpg

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ