ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

დათო ტურაშვილის ნოველის ნიდერლანდური თარგმანის პრეზენტაცია

1 ივლისს საქართველოს საელჩოში დათო ტურაშვილის ნოველის „ტყეების მეფე - ლეგენდები დავით აღმაშენებელზე“ ნიდერლანდური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. 

netherlands/13578956_10153990604608122_1566091274_n.jpg

საქართველოს ელჩი ქართული დიასპორისა და ჰოლანდიური სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს მიესალმა, დიდი მადლობა გადაუხადა მთარგმნელს არჩილ ჯავახაძეს და აგრეთვე მწერალს, დათო ტურაშვილს, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა ჰოლანდიაში.

არჩილ ჯავახაძემ დამსწრე საზოგადოებას წიგნის ისტორიული ფაქტორებისა და მისი თარგმნის იდეის შესახებ მოუთხრო. წიგნის ავტორმა დათო ტურაშვილმა აღნიშნულ წიგნთან ერთად ასევე „სხვა ამსტერდამიც“ წარადგინა და მოყვა თავის ჰოლანდიურ შთაბეჭდილებებზე.

 

netherlands/13576414_10153990604203122_1014345993_n.jpg

პრეზენტაციის დასასრულს მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ავტორის ავტოგრაფით შეეძინათ წიგნები   და დაეგემოვნებინათ ქართული კერძები.

 

netherlands/13549161_10153990607728122_1121992514_o.jpg

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ