ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ვიზიტი ბარნეველდში

netherlands/13843649_10154043554908122_178999610_o.jpg

15 ივლისს საქართველოს ელჩი კონსტანტინე სურგულაძე ჰოლანდიის ეკონომიკურ საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობითა და მონაწილეობით ეწვია ქ. ბარნეველდში არსებული მეფრინველეობის დარგის წარმომადგენლებს და გაეცნო ამ სფეროში ჰოლანდიური მიდგომების უახლეს მიმართულებებს, საქართველოსთვის ამ კუთხით გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთსასარგებლო ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების მიზნით.

ელჩმა (საელჩოსა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად) შეხვედრა გამართა ფერმების გათბობის ინოვაციური დანადგარების მიმწოდებელი კომპანიის „Multiheat“ ექსპორტის მენეჯერთან და მეფრინველეობის ფერმაში ადგილზე გაეცნო დანადგარის ფუნქციონირებას; აგრეთვე შეხვდა „Jansen Poultry Equipment“-ის დამფუძნებელს და დაათვალიერა კომპანია, რომელმაც ყველაზე მოთხოვნადი ე.წ. საჩეკი კარადა შეიმუშავა და მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებელს მეფრინველეობის დანადგარების სისტემების ძალიან ფართო სპექტრს სთავაზობს.

netherlands/13819306_10154043555038122_1358244325_n.jpg

დღის ბოლოს შეხვედრა გაიმართა, კვერცხის დახარისხების, შესაფუთ და გადამამუშავებელი დანადგარების მწარმოებელ კომპანიაში MOBA, რომელიც ამ სფეროში მოწინავე პოზიციაზეა მსოფლიოში.

netherlands/13689506_10154024547023122_1690643292_n.jpg

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ