ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ელჩის ლექცია ნაიმეხენის Radboud–ის უნივერსიტეტში

22 სექტემბერს ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ ნაიმეხენის Radboud–ის უნივერსიტეტში, საერთაშორისო კონფლიქტის ანალიზისა და მენეჯმენტის ცენტრის მიწვევით (CICAM), წაიკითხა ლექცია თემაზე: “ევროპული უსაფრთხოება საქართველოს პერსპექტივიდან”. ლექციას დაახლოებით 100 სტუდენტი და უნივერსიტეტის პროფესორები დაესწრნენ.

ლექციაზე ელჩმა ისაუბრა რეგიონის და ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე და მათ შორის არსებულ კავშირზე. ასევე, ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის საქართველოს გეო-პოლიტიკური ადგილმდებარეობის მნიშვნელობაზე.

ლექციის თემას ასევე წარმოადგენდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობას და მის მნიშვნელობას.

ლექციის ბოლოს სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვები დაესვათ საქართველოს ელჩისთვის. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ