ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ქართული პოეზიის საღამო საქართველოს საელჩოში

29 ოქტომბერს, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოში დიასპორის წარმომადგენლებისათვის ქართული პოეზიის საღამო გაიმართა. საქართველოს ელჩი კონსტანტინე სურგულაძე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და მათ ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრები ქართველი პოეტები მერი პაპუნაშვილი და ზაზა მახვილაძე წარუდგინა.

ელჩის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ პოეტებმა საკუთარი ლექსები წაიკითხეს. პოეზიის საღამოზე ლექსები ასევე წაიკითხეს დიასპორის წარმომადგენლებმა: არჩილ ჯავახაძემ, ნინო რუხაძემ, ნინო ჯავახაძემ და ინგა პაპუაშვილმა. საღამოზე ექსპრომტად სიმღერა „შატილის ასულო“ შეასრულა ჰოლანდიელმა რიც ბარნჰორნმა.

ღონისძიების დასასრულს კონსტანტინე სურგულაძემ მადლობა გადაუხადა დიასპორის წარმომადგენლებს დასწრებისა და მონაწილეობისათვის.

პოეზიის საღამოს შემდეგ გაიმართა მიღება, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციული კერძები და ღვინო.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ