ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ქართული ღვინის დეგუსტაცია საქართველოს საელჩოში

12 იანვარს,  საქართველოს საელჩომ ქართული ღვინის პოპულარიზაციის და ძველით ახალი წლის აღნიშვნის მიზნით, კომპანია „Geowine”-თან ერთად ქართული ღვინის დეგუსტაცია გამართა.

ქართული ღვინის დეგუსტაციაზე საქართველოს ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ საქართველოს ისტორიის, კულტურის და ქართული ღვინის უნიკალურობის შესახებ ისაუბრა.

კომპანია „Geowine”-ის დამფუძნებელმა მიხეილ აღნიაშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოში არსებული ვაზის ჯიშებისა და ღვინის სახეობების შესახებ.

ნიდერლანდების სამეფოს სამინისტროების, მუნიციპალიტეტებისა და სხვა საჯარო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ათამდე სახეობის საუკეთესო ქართული ღვინო. ასევე საღამოზე წარმოდგენილი იყო ჰააგაში არსებული ქართული რესტორნისსოხუმისმიერ მომზადებული ქართული ტრადიციული კერძები. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ