ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ფილმი „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ ეინდჰოვენის კინოფესტივალის DOCFeed ოფიციალურ სელექციაში მოხვდა

ქართული დოკუმენტური ფილმი „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“  ეინდჰოვენის კინოფესტივალის DOCFeed ოფიციალურ სელექციაში მოხვდა. 17 თებერვალს ეინდჰოვენში pop-up-ის კინოთეატრში  ფილმის ჩვენება გაიმართა.  დოკუმენტური ფილმი ღვინის წარმოების ისტორიაში საქართველოს როლზე მოგვითხრობს.

 

ფილმის ჩვენებამდე საქართველოს ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ ქართული კულტურისა და ისტორიის შესახებ ისაუბრა. ასევე გაიმართა პრეზენტაცია ქართული ღვინის უნიკალურობისა და საქართველოს შესახებ, რომელიც საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა, შალვა ხეცურიანმა წარმოადგინა. მაყურებელს საშუალება ჰქონდა დაეგემოვნებინა ქართული ღვინო და ტრადიციული კერძები.

          

ფილმის გადაღება საქართველოს სომელიეთა ასოციაციის, კომპანია “მარანი ხეცურიანი”- სა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით მოხდა.  კონცეფციის ავტორი და პროდიუსერია - შალვა ხეცურიანი, რეჟისორი - ნანა ჯორჯაძე, სცენარის ავტორი - თამარ ბართაია.

ფილმი „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ - რამდენიმე ფესტივალის მონაწილე და გამარჯვებულია.

ესპანეთში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზე MOST 2016 წლის საუკეთესო საერთაშორისო ფილმის ტიტული მოიპოვა და ასევე საფრანგეთში გამართულ OENOVIDEO - ს ღვინის კინოფესტივალზე, მიიღო სპეციალური პრიზი როგორც წლის საუკეთესო ენოლოგიური ფილმი.

გარდა ამისა, ფილმი მოხვდა რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში:

ü  Hollywood International Independent Documentary Award

ü  Hollywood International Moving Film Festival

ü  Los Angeles Independent Film Festival Awards

ü  Barcelona Planet Film Festival

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ