ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ბერტ კოენდერსი: საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭება ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმებაა

30.03.2017-  საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტმა ბერტ კოენდერსმა თავის ქართველ კოლეგას მიხეილ ჯანელიძის მისალოცი წერილი გაუგზავნა. ბერტ კოენდერსი წერილში ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელმაც წლების განმავლობაში ახალი მასშტაბები შეიძინა, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების, ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტისა და სავაჭრო მისიების ფარგლებში.
 
„ნიდერლანდები მხარს უჭერს ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის კავშირების შემდგომ განმტკიცებას და, ამ თვალსაზრისით,  საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭებას ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმებად განიხილავს“ - ნათქვამია წერილში. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში  ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი უკვე არსებული თანამშრომლობის შეფასებისა  და მომავლის  გეგმების დასახვის შესანიშნავი შესაძლებლობაა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ