ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ნახატების კონკურსი ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრები ბავშვებისათვის „საქართველო ევროპაა“

ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩო, ჰოლანდიაში მცხოვრები 5–12 წლის ქართველი ბავშვებისთვის აცხადებს ნახატების კონკურსს სახელწოდებით „საქართველო ევროპაა“. კონკურსის თემაა: ჩემი თვალით დანახული ევროპა  და საქართველო. კონკურსის მიზანია მოზარდებმა გაიაზრონ ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობა საქართველოს განვითარებისათვის.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით thehague.emb@mfa.gov.ge უნდა გამოგზავნონ, თემაზე „საქართველო ევროპაა“, მათ მიერ დახატული ნახატის ელექტრონული ვერსია.   ასევე აუცილებელი პირობაა, რომ ელექტრონული ვერსიის გამოგზავნის შემდეგ მოხდეს ნახატის (ორიგინალის) საქართველოს საელჩოში მოტანა ან ფოსტით გამოგზავნა. 

ნახატების მიღება დაიწყება 1 აპრილს და დასრულდება 30 აპრილს.  30 აპრილიდან – 9 მაისამდე კი ნახატების ელექტრონული ვერსიები განთავსდება საქართველოს საელჩოს Facebook-ის გვერდზე https://www.facebook.com/Embassy-of-Georgia-to-the-Kingdom-of-the-Netherlands-228410133858790/.

ნახატების კონკურსის პირობები:

1. გამოგზავნეთ მხოლოდ ერთი ნახატი

2. ნახატის გამოგზავნის დროს აუცილებლად მიუთითეთ:

კონკურსანტის სახელი და გვარი

კონკურსანტის ასაკი

საკონტაქტო ინფორმაცია

ნახატის დახატვის ადგილი და დრო (ქალაქი, წელი)

3.      არაეთიკური ან სხვის მიერ დახატული ნახატები (პლაგიარიზმის თავიდან აცილების მიზნით) არ დაიდება საკონკურსო ალბომში.

იმ შემთხვევაში თუ ნახატი არ დააკმაყოფილებს ჩამოთვლილ პირობებს,  ის არ განთავსდება Facebook-ზე საკონკურსო  ალბომში და შესაბამისად ვერ მიიღებს მონაწილეობას კონკურსში.

ნახატების შეფასების კრიტერიუმები:

თემატიკასთან შესაბამისობა

ჩანაფიქრის ორიგინალობა

შესრულების ტექნიკა

გამარჯვებულის გამოვლენა:

სამ გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური. ასევე გამოვლინდება მეოთხე გამარჯვებული Facebook-ის ყველაზე მეტი მომხმარებლის მიერ მოწონებული ნახატი.

საქართველოს საელჩოს მისამართი:

Groot Hertoginnelaan 28

2517 EG The Hague

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საქართველოს საელჩოს: ტელ: +31 070 302 90 80 ან ეწვიეთ საელჩოს Facebook-ის გვერდს: Embassy of Georgia to the Kingdom of the Netherlands https://www.facebook.com/Embassy-of-Georgia-to-the-Kingdom-of-the-Netherlands-228410133858790/

მაისში, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოში გაიმართება, მოეწყობა საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოება.

დაჯილდოვდება ოთხი გამარჯვებული.  პირველი, მეორე და მესამდე ადგილის მფლობელების, ასევე Facebook-ის მომხმარებელთა რჩეულის (ყველაზე მეტი მომხმარებლის მიერ მოწონებული) ნახატები დაიბეჭდება პლაკატის სახით (A2 ფორმატი) და გადაეცემათ სიგელები. გამარჯვებულებს დააჯილდოებს საქართველოს ელჩი კონსტანტინე სურგულაძე და ჟიურის სხვა წევრები.

ევროპის დღე: 1950 წლის 9 მაისს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რობერტ შუმანმა, წარადგინა დეკლარაციის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ევროპულ სახელმწიფოებს შორის მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპების დამკვიდრებას. ეს დოკუმენტი, რომელიც ცნობილია შუმანის დეკლარაციის სახელით, საფუძვლად დაედო ევროკავშირის შექმნას.

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 4 5 6 7 8
10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 22
23 24 25 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ