ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლის იუბილის აღნიშვნის ფარგლებში ვიქტორ დოლიძემ ნიდერლანდების სამეფოში შეხვედრები გამართა

20 აპრილს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ბერტ კუნდერსს შეხვდა. შეხვედრა ქ.ჰააგაში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის მიერ დაფიქსირებული პროგრესი. ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა ნიდერლანდების სამეფოს მზაობა მომავალშიც განაგრძოს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა და სხვადასხვა პროექტების ხელშეწყობა როგორც სტარტეგიული კომუნიკაციის, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და განათლების მიმართულებით. „ჩვენ განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, როგორიცაა რუსეთის პროვოკაციული მოქმედებები, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, ანექსიის თვალსაზრისით გადადგმული. მადლობა გადავუხადეთ ჩვენს ჰოლანდიელ კოლეგებს მხარდაჭერისთვის როგორც მრავალმხრივ, ისე ორმხრივ ფორმატებში, რომელსაც ისინი ყოველთვის იჩენენ ევროკავშირის, ნატოს, თუ სხვა მიმართულებით და რა თქმა უნდა განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე ის სექტორალური რეფორმები, რომელიც ხელს უწყობს ასოცირების შეთანხმების განხორციელებას, ნატოსთან ურთიერთობები, ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება და ინტეგრაციის თემები."-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

სახელმწიფო მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებსაც შეხვდა. ჰოლანდიის ახლად არჩეული პარლამენტის წევრები ასოცირების შეთანხმების შესრულებისა და ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით დაგეგმილი ღონისძიებებით დაინტერესდნენ. ვიქტორ დოლიძემ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის ფარგლებში სხვადასხვა სფეროში განხოციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, მადლობა გადაუხადა ჰოლანდიურ მხარეს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხში მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას პარტნიორ ქვეყნებთან ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე შემდგომი ნაბიჯების მხარდაჭერის კონსოლიდაციის მიმართულებით.

სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, შეხვედრა გამართა დემოკრატიისა და სარჩევნო მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტის (IDEA International) ჰააგის ოფისში. სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციის მიზანია მდგრადი დემოკრატიის ხელშეწყობა მთელს მსოფლიოში. ვიქტორ დოლიძემ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები პროგრამების ხელმძღვანელთან სემ ვან დერ სტააკთან განიხილა.

 

მხარეებმა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისა და გამტკიცების ხელშეწყობის მიზნით კონკრეტული პროგრამების განხორციელების შესაძლებლობაზე იმსჯელეს.

21 აპრილს, საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლის იუბილის აღნიშვნის ფარგლებში, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ჰააგის ევროპის სახლში გაიმართა სახელმწიფო მინისტრის ლექცია „Georgias European way". ღონისძიებას ჰააგაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო სტრუქტურების, კვლევითი ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა ჰოლანდიელი ფოტოგრაფის ტომას ვაჰეს ფოტო გამოფენა „ჰოლანდიელის თვალით დანახული საქართველო“.

 

ლექციის შემდეგ საქართველოს საელჩოს სახელით გაიმართა მიღება, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო და კერძები.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ