ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

კუნძულ ტექსელზე მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ქართველი და ჰოლანდიელი მეომრების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

4 მაისს ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს კონსული თამარ ღვინაძე, ევროპულ და ევრო–ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე პაპუნა შენგელაია, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე დოსითეოზი, ნატოსთან საქართველოს წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე და ქართული დიასპორის წარმომადგენლები კუნძლ ტექსელზე მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ქართველი და ჰოლანდიელი მეომრების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრნენ.

ქართულმა დელეგაციამ და ქალაქ ტექსელის მერმა თავდაპირველად ქართველ მეომართა სასაფლაო მოინახულეს და დაღუპულ მეომრებს პატივი მიაგეს. აქვე მოხდა ქართველ მებრძოლთა სასაფლაოზე ახლად აღმართული ჯვრის კურთხევა. 2016 წლის 26 ნოემბერს კუნძულ ტექსელზე ქართველ მებრძოლთა სასაფლაოზე ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოსა და ქართული დიასპორის მონაწილეობით ჯვრის მონუმენტი დაიდგა. ჯვრის დადგმის ინიციატორია ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე დოსითეოზი. მონუმენტის ავტორია დავით ნათიძე.

ქართველ და ჰოლანდიელ მებრძოლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქართული სიმღერა და ცეკვა შეასრულეს ანსამბლებმა „მედეა“ და ბარაკონი“.

De Burght–ის ეკლესიაში ჰოლანდიელი მეომრების ხსოვნისადმი მიძღვნილი საგანგებო ცერემონიალი ჩატარდა, რის შემდეგაც დამსწრე საზოგადოებამ ჰოლანდიელი მეომრების სასაფლაოზე გადაინაცვლეს. დაღუპულთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 4 6
7 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ