ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა

29 მაისს, ქ. ჰააგაში „Koninklijke Schouwburg“–ში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ცნობილი ქართველი პიანისტის ბექა გოჩიაშვილის კონცერტი და მიღება გაიმართა.

კონცერტის დაწყებამდე საქართველოს ელჩმა, ბატონმა კონსტანტინე სურგულაძემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.

ბექა გოჩიაშვილის ვირტუოზულმა შესრულებამ დამსწრე საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა.

კონცერტის დასრულების შემდეგ საქართველოს საელჩოს სახელით გაიმართა მიღება, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციული კერძები და ღვინო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ნიდერლანდების სამეფოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აკადემიური, კულტურისა და ბიზნესის სფეროს და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ