ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ნახატების კონკურსი ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრები ბავშვებისათვის „საქართველო ევროპაა“

11 ივნისს, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოში გაიმართა, მოეწყო ნახატების კონკურსის „საქართველო ევროპაა“ ნამუშევრების გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოება. დაჯილდოვდა ოთხი გამარჯვებული.

კონკურსის ჟიურის წევრები ნიდერლანდების სამეფოში მოღვაწე ქართველი მხატვრები გიორგი შენგელია და დათო ჩიჩუა იყვნენ. ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი ადგილი 8 წლის მია ჩიტიშვილს ერგო, მეორე ადგილზე 8 წლის სოფი ჭოჭუა გავიდა, მესამე ადგილი კი 9 წლის ლუკა ხუბულოვმა დაიკავა. ასევე, გამოვლინდა Facebook-ის ყველაზე მეტი მომხმარებლის მიერ მოწონებული ნახატი. ყველაზე მეტი 72 მოწონება დაიმსახურა 4 წლის მია ზონნენშაინმა. გამარჯვებულები დააჯილდოვა  ჟიურის ერთ–ერთმა წევრმა გიორგი შენგელიამ და ქ. ჰააგაში, საქართველოს საელჩოში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლის ხელმძღვანელმა მაიკო ქველაძემ.

კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცათ სიგელები. დაჯილდოების შემდეგ სიმბოლურად საქართველოსა და ევროკავშირის დროშის ფერებში ბავშვებმა ფერადი ანაბეჭდებით გააკეთეს ნახატი, რომელიც დღეიდან საქართველოს საელჩოში გამოიფინება.

ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს მიერ გამოცხადებული, ევროპის დღისადმი მიძღვნილი, ნახატების კონკურსი „საქართველო ევროპაა“ დაიწყო 1 აპრილს და დასრულდა 30 აპრილს. 1 მაისიდან – 9 მაისამდე კი Facebook-ის მომხმარებლებს უნდა მოეწონებინათ ნახატები და გამოევლინათ ერთი გამარჯვებული –  Facebook-ის ყველაზე მეტი მომხმარებლის მიერ მოწონებული ნახატი. სულ კონკურსის შედეგად შემოვიდა 15 ნახატი. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 11–მა ბავშვმა.  

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ