ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

გურამ ოდიშარიას რომანის „პრეზიდენტის კატა“ ნიდერლანდური თარგმანის პრეზენტაცია

25 ნოემბერს, საქართველოს საელჩოში,  გურამ ოდიშარიას რომანის - „პრეზიდენტის კატა“ ნიდერლანდური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. თარგმანი შესრულებულია ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრები ქართველი მთარგმნელის არჩილ ჯავახაძის მიერ.

ღონისძიების დასაწყისში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ დიდი მადლობა გადაუხადა მწერალ გურამ ოდიშარიას შესანიშნავი ნაწარმოებისათვის და სპეციალურად საქართველოდან წიგნის პრეზენტაციისათვის ჩამოსვლისათვის და მთარგმნელს არჩილ ჯავახაძეს ნაწარმოების თარგმანისათვის, რითაც ჰოლანდიელ მკითხველ საშუალება მიეცემა გაცენოს რომანს. 

პრეზენტაციაზე გურამ ოდიშარიამ რომანი „პრეზიდენტის კატა“ წარადგინა და წიგნის შინაარსზე ისაუბრა. რომანის მთავარი გმირია სოხუმის კოლორიტი, აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი მიხეილ ბღაჟბა, რომლის შესახებ ისტორიებსაც მწერალი აფხაზეთში აფხაზებისგანაც ისმენდა და თბილისში ქართველებისგანაც. რომანი სწორედ ამ რეალურ ისტორიებზე დაყრდნობით შეიქმნა. მიხეილ ბღაჟბა მისი კოლეგებისაგან განსხვავებით საზოგადოებაში დიდი სიყვარულით სარგებლობდა და საკუთარი მოქალაქეების უფლებების დასაცავად იბრძოდა.

რომანი „პრეზიდენტის კატა“ ნათარგმნია ოცზე მეტ ენაზე, მათ შორის აფხაზურად, გერმანულად, სლოვაკურად, ინგლისურად, ჩეხურად, ესტონურად, უკრაინულად, თურქულად, აზერბაიჯანულად, რუსულად, სომხურად და ა.შ.

პრეზენტაციაზე მთარგმნელმა არჩილ ჯავახაძემ ისაუბრა რომანის თარგმნის პროცესზე და მის შინაარსზე. არჩილ ჯავახაძეს უკვე ნათარგმნი აქვს რამდენიმე ნაწარმოები, მათ შორის კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“ და დათო ტურაშვილის „ტყეების მეფე - ლეგენდები დავით აღმაშენებელზე“. არჩილ ჯავახაძე  აგრეთვე  ნიდერლანდურ-ქართული და ქართულ-ნიდერლანდური პირველი ლექსიკონის ავტორია.

ღონისძიებას ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრები დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაციის დასასრულს წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო და კერძები. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 17 18 19 20
21 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ