ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას ვიზიტი ნიდერლანდების სამეფოში

28–29 ნოემბერს ნიდერლანდების სამეფოში  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას ვიზიტი გაიმართა.

ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე  ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილეს პიტერ იან კლეივეგ ზვაანს (Pieter Jan Kleiweg de Zwaan) შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალური საკითხები, ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკა, ნატო–საქართველოს კომისიის ფარგლებში დეკემბრის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და 2018 წლის სამიტთან დაკავშირებული თემატიკა განიხილეს. მინისტრის მოადგილემ ჰოლანდიელ კოლეგას აგრეთვე მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე უკანონო პროცესების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთის პოლიტიკაზე ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის მიმართულებით.

ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობით პალატაში დავით დონდუა შეხვდა პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს პია დაიკსტრას (Pia Dijkstra) და კომიტეტის სხვა წარმომადგენლებს. შეხვედრაზე განხილვის საგანს წარმოადგენდა საქართველო–რუსეთის კონფლიქტი, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობა. ყურადღება გამახვილდა რუსეთის პოლიტიკაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციაზე და იმ პროვოკაციულ ნაბიჯებზე, რომლებსაც ყოველდღიურად აქვს ადგილი საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების შექმნისა თუ უკანონო დაკავებების სახით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობასა და როლს სამშვიდობო პროცესის წარმატების მიზნით. განხილვის საგანს ასევე წარმოადგენდა ნატო–სთან დაკავშირებული საკითხები.

28 ნოემბერს, საქართველოს საელჩოში გაიმართა საელჩოსა და “Coalition for Defence”–ის მიერ ერთობლივად ორგანიზებული საჯარო კონფერენცია „შავი ზღვის რეგიონი ევრო–ატლანტიკური უსაფრთხოების კონტექსტში – ხედვა საქართველოდან“ (The Wider Black Sea Region in the Context of Euro-Atlantic Security – the View from Georgia), რომელზეც მთავარი მომხსენებლები იყვნენ დავით დონდუა და ნიდერლანდების სამეფოს თადარიგის პოლკოვნიკი ვიქტორ რემუშამპი (Lt. Colonel (ret) Victor Remouchamps). კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, ჰააგაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები.

29 ნოემბერს, კლინგენდაელის საერთაშორისო ინსტიტუტთან ერთად გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა, სადაც მინისტრის მოადგილეს შესაძლებლობა ჰქონდა ჰოლანდიელ ექსპერტებისთვის მიეწოდებინა განახლებული ინფორმაცია საქართველოსა და რეგიონში არსებული ვითარებისა და გამოწვევების შესახებ. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 17 18 19 20
21 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ