ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

განთავსების თარიღი: 30.05.2017

 

 

29 მაისს, ქ. ჰააგაში „Koninklijke Schouwburg“–ში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ცნობილი ქართველი პიანისტის ბექა გოჩიაშვილის კონცერტი და მიღება გაიმართა.

 
განთავსების თარიღი: 22.05.2017

 

 

27 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, . თბილისში, სასტუმრობილტმორში“ (რუსთაველის გამზ. #29) გამართავს დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“. ფორუმი მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაღრმავებას, ქართული დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას და დიასპორული ორგანიზაციების მხარდასაჭერად ეფექტური გზების ძიებას.

 
განთავსების თარიღი: 08.05.2017

 

 

6.05.2017 - 2017 წლის აშშ-ის ბიუჯეტის კანონში (2017 წლის აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი - Consolidated Appropriations Act, 2017) საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი პირველად გაკეთდა. 2017 წლის ბიუჯეტის კანონი აშშ-ის კონგრესმა 5 მაისს დაამტკიცა, ხოლო დოკუმენტი ძალაში, აშშ-ის პრეზიდენტის ხელმოწერის შედეგად, 6 მაისს შევიდა.

 
განთავსების თარიღი: 05.05.2017

 

 

4 მაისს ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს კონსული თამარ ღვინაძე, ევროპულ და ევრო–ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე პაპუნა შენგელაია, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე დოსითეოზი, ნატოსთან საქართველოს წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე და ქართული დიასპორის წარმომადგენლები კუნძლ ტექსელზე მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ქართველი და ჰოლანდიელი მეომრების  ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრნენ.

 
განთავსების თარიღი: 03.05.2017

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა და ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის აღსანიშნავად, 2017 წლის 2 მაისს საქართველოს მხარდამჭერი წერილით პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართა. საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების ტედ პოსა (რესპუბლიკელი-ტეხასის შტატი) და ჯერალდ კონოლის (დემოკრატი-ვირჯინიის შტატი) მიერ ინიცირებული წერილი წარმოადგენს საქართველოსადმი აშშ-ის ორპარტიული ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთ მკაფიო მაგალითს, რომელსაც ხელს აწერენ როგორც აშშ-ის რესპუბლიკელი, ასევე დემოკრატი კონგრესმენები.

 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 4 6
7 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 23 24 25 26 27
28 29 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ