ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

კონსტანტინე სურგულაძე

დაბადების თარიღი
1971 წლის 14 ივლისი, თბილისი

განათლება
1989 - 1990 კიევის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი - საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი
1990 - 1995 საქართველო, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობები
1996 დიდი ბრიტანეთი, ბირმინგემის უნივერსიტეტი - საერთაშორისო სამართალი, ადამიანის უფლებები
1997 ნიდერლანდები, ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემია

სამსახურეობრივი გამოცდილება
2014 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში
2012 - 2014 საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში
2012 პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება" - ემიგრაციისა და დიასპორის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
2010 - 2011 პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატები" - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
2009 პოლიტიკური პარტიის „თავისუფალი დემოკრატების" აღმასრულებელი საბჭოს წევრი - რეგიონალური განყოფილების უფროსი
2007 - 2008 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი
2006 - 2007 შევრონ - ტექსაკოს წარმომადგენლობა საქართველოში - გენერალური დირექტორი
2005 - 2006 საქართველოს საერთაშორისო ნავთობის კორპორაცია, თანამშრომლობა გაეროს პროგრამის ფარგლებში
2001 - 2005 საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში - კონსული
1998 - 2001 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საკონსულო დეპარტამენტი - მესამე მდივანი
1997 - 1998 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი - მესამე მდივანი

ენები
მშობლიური ენა ქართული
თავისუფლად საუბრობს რუსულ და ინგლისურ ენებზე

ოჯახური მდგომარეობა
ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ